სამცხე-ჯავახეთში პროფესიული სტუდენტები საერთაშორისო სტანდარტების შენობაში ისწავლიან - განათლების სამინისტრო
განათლების სამინისტროს ინფორმაციით,
ახალქალაქში მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი სამცხე-ჯავახეთის
სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კორპუსში მიმდინარე სარეაბილიტაციო
სამუშაოებს გაეცნო.
შენობას, სადაც მხოლოდ პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულების სტუდენტები ისწავლიან,
სრული რეაბილიტაცია უტარდება.
"სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასწავლო
დაწესებულება ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს, იქნება
სრულად ადაპტირებული სსსმ და შშმ პირებზე, აღიჭურვება თანამედროვე
ლაბორატორიებით, მოეწყობა კომფორტული სასწავლო აუდიტორიები,
ბიბლიოთეკა, საკონფერენციო სივრცე.
200 სტუდენტზე გათვლილი განახლებული სასწავლებელი ახალქალაქისა და
რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების საჭიროებების გათვალისწინებით,
ახალგაზრდებსა და ზრდასრულებს საბაჟო საქმის, სარკინიგზო, სოფლის
მეურნეობისა და სხვა პრიორიტეტული მიმართულებების საგანმანათლებლო და
მომზადება-გადამზადების პროგრამებს შესთავაზებს",-აღნიშნულია
ინფორმაციაში.