ბორჯომის საბავშვო ბაღებმა მუშაობა განაახლეს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 11-ივე
საბავშვო ბაღში
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი განახლდა საბავშვო ბაღებმა
ფუქნციონირება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით
დაიწყეს.
აღსაზრდელებს უტარდებათ თერმოსკრინინგი
. გამოყოფილია საიზოლაციო ოთახები, სადაც რესპირატორული სიმპტომების
მქონე ბავშვები დროებით, კანონიერი წარმომადგენლის მოსვლამდე
განთავსდებიან.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, რეგისტრირებული 835
აღსაზრდელისთვის,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების მიერ
შეძენილ იქნა ინდივიდუალური საკანცელარიო ნივთები.
საბავშვო ბაღები სრულად არიან
აღჭურვილი საჭირო ინვენტარით და ჰიგიენურ-სანიტარული
საშუალებებით.
გააზიარეთ :