საქართველოს 6 ქალაქში სწავლა 1 ოქტომბრამდე გადაიდო
თბილისსა და მსხვილ ქალაქებში
სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე
გადაიდო. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა,თბილისში,
გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სასწავლო პროცესი 2
კვირით გადაიდო.
"ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებში
დაიწყება 1ოქტომბრიდან. ეს დრო საჭიროა, რომ სწორედ შევაფასოთ დღეს
მიმდინარე რისკები. ამისთვის გვჭირდება ორი კვირა და ჩვენ უკვე
მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან დაკავშირებით", -
აღნიშნა მან
გააზიარეთ :