I-IV კლასის მოსწავლეებს გაკვეთილები საკლასო ოთახებში ჩატარებათ
განათლების სამინისტროს მიერ
შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით, სავალდებულოა, რომ I-IV კლასის
მოსწავლეებს გაკვეთილები საკლასო ოთახებში ჩაუტარდეთ, V-დან XII
კლასების მოსწავლეებისთვის კი კვირაში რამდენიმე დღე
ონლაინ-გაკვეთილების ჩატარებაც არის ნებადართული.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული
რეკომენდაციების მიხედვით, სკოლა თავად ირჩევს სწავლების მოდელს.
კერძოდ, სკოლებს მოსწავლეების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის
გათვალისწინებით შეუძლიათ დანერგონ შერეული ე.წ. ჰიბრიდული მოდელი,
რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად,
თუმცა, ეს არ შეეხება I-IV კლასის მოსწავლეების სწავლებას, რადგან
მათთვის სავალდებულოა, მხოლოდ საკლასო ოთახებში გაკვეთილების
ჩატარება.
სკოლის ადმინისტრაციამ შერეული მოდელის დანერგვისას უნდა
გაითვალისწინოს, რომ V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი
იქნება კვირაში მაქსიმუმ 1 დღე, VII – XI კლასებში მაქსიმუმ 2 დღე,
ხოლო XII კლასში - მაქსიმუმ 3 დღე.
შერეული სწავლების მოდელი შეთანხმებული უნდა იყოს სამინისტროსთან და
საგანმანათლებლო რესურსცენტრთან.
გააზიარეთ :