პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი 13 ივლისიდან დაიწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა. შედეგად, ნაცვლად 20 აგვისტოსი, პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი 13 ივლისიდან დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალი კორონავირუსის პანდემიისა და ეპიდემიურად არაკეთილსაიმედო მდგომარეობის გათვალისწინებით, როგორც ცნობილია, საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად ელექტრონული რეგისტრაციის და აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა. კერძოდ, პირველი, მეორე და მესამე ეტაპების დასრულების შემდეგ, სკოლებში დოკუმენტაციის წარდგენის პერიოდი 5 ივლისამდე გაგრძელდა. მეოთხე ეტაპის რეგისტრაციისა და დოკუმენტების წარდგენის ვადად კი 20 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდი დადგინდა.

„თუმცა, სამინისტროში შემოსული დიდი რაოდენობით მოქალაქეთა განცხადებების გათვალისწინებით, რომელთა შვილები ელექტრონული რეგისტრაციით ვერ მოხვდნენ სასურველ ან ვერცერთ ახლომდებარე სკოლაში და გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფებიან, სამინისტრომ მიზანშეწონილად ჩაითვალა დაჩქარდეს რეგისტრაციის მე-4 ეტაპის დაწყება რათა დარჩენილ ადგილებზე სკოლებს დროულად მიეცეთ შესაძლებლობა რეგისტრაციის გარეშე დარჩენილი ბავშვები ჩარიცხონ. სწორედ ამიტომ, რეგისტრაციის IV ეტაპი 13 ივლისიდან დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ IV ეტაპზე გამოთავისუფლებულ/ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მოხდება იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას ამ ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით: სკოლებში მოქმედებს საქმისწარმოების ახალი წესი, რომლის თანახმად, მშობლებს შეუძლიათ ელექტრონულად გადააგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ან სკოლის მიერ დადგენილი წესით უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბარონ სკოლის ადმინისტრაციას; სკოლა ორი დღის ვადაში დაუდასტურებს მშობელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას. ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში, სკოლა არ მოითხოვს დოკუმენტებს მატერიალური სახით და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დაადასტურებს მოსწავლის ჩარიცხვას. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა იხელმძღვანელონ, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს N675 ბრძანებით და მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად არ მოითხოვონ დამატებით სხვა დოკუმენტები, რაც არ არის განსაზღვრული აღნიშნული ბრძანებით.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე). მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
უმაღლესი განათლების ექსპერტები
განცხადებას ავრცელებენ საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის
მართვის სისტემაში შექმნილი პრობლემების შესახებ.
15:38 / 06.12.2024
უმაღლესი განათლების ექსპერტები განცხადებას ავრცელებენ საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის მართვის სისტემაში შექმნილი პრობლემების შესახებ.
სკოლაში შესვლის მსურველთა ასაკი
კიდევ ერთხელ იცვლება. ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით,
მომავალი სასწავლო წლიდან 1-ლ კლასში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ,
რომლებსაც 6 წელი სწავლის დაწყების თარიღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით
შეუსრულდებათ.
15:44 / 23.11.2024
სკოლაში შესვლის მსურველთა ასაკი კიდევ ერთხელ იცვლება. ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, მომავალი სასწავლო წლიდან 1-ლ კლასში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6 წელი სწავლის დაწყების თარიღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.
ბორჯომის ახალგაზრდული ფესტივალის
ფარგლებში, ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლეებს თეატრმცოდნე და
ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე შეხვდა.
14:39 / 16.10.2024
ბორჯომის ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში, ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლეებს თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე შეხვდა.
საქართველოს განათლების მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თანამდებობა
დატოვა.
11:00 / 28.09.2024
საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა.
Galt&Taggart-ის განათლების
სექტორის მიმოხილვის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში უცხოელი
10:08 / 22.09.2024
Galt&Taggart-ის განათლების სექტორის მიმოხილვის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში უცხოელი
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.