საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტების მაგიდები წელს სპეციალურად იქნება მოწყობილი - სოფო გორგოძე
მიუხედავად იმისა, რომ კვლავ რეკომენდებულია პირბადის ტარება, აბიტურიენტებს და სხვა გამოსაცდელებს შესაძლებლობა აქვთ ის მოიხსნან უშუალოდ მუშაობის პროცესში , - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განაცხადა.
"მიუხედავად იმისა, რომ კვლავ რეკომენდებულია პირბადის ტარება, აბიტურიენტებს და სხვა გამოსაცდელებს შესაძლებლობა აქვთ ის მოიხსნან უშუალოდ მუშაობის პროცესში. ყველა სხვა აქტივობისას იქნება ეს რეგისტრაცია, კომუნიკაცია, საპირფარეშოში გასვლა მათ უნდა ეკეთოთ პირბადე. მეორე დაზუსტება ეხება კონდიცირებას, აქამდე კონდიცირება ირთვებოდა, ვიდრე შევიდოდნენ აბიტურიენტები სექტორებში და ასევე, შუალედებში ერთი სესიიდან მეორე სესიის დაწყებამდე. ახლა შესაძლებლობა იქნება, თუ კი ოთახის ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსს ამ შემთხვევაში მეთვალყურეს ექნება უფლება, რომ ჩართოს კონდიციონერი, მაგრამ საგულისხმოა, რომ კონდიციონერის ჩართვის მომენტში აბიტურიენტებმა უნდა გაიკეთონ პირბადეები და ასევე საგულისხმოა ისიც, რომ ბუნებრივი ვენტილაციის რეკომენდაცია რჩება, ანუ ფანჯარა კვლავ ღია იქნება", - განაცხადა სოფო გორგოძემ.
სოფო გორგოძის თქმით, საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტების მაგიდები წელს სპეციალურად იქნება მოწყობილი და ყველა მერხის წინ განთავსებული იქნება გამჭვირვალე ფარი.
"საგამოცდო ცენტრებში, როდესაც მობრძანდებიან აბიტურიენტები, ისინი გაივლიან თერმოსკრინინგს, გაივლიან დეზობარიერს, ასევე დაცული იქნება დისტანცია, როგორც ეზოში ასევე კორიდორებში. ამის შემდეგ ისინი მიბრძანდებიან სექტორში და განთავსდებიან თავიანთ სამუშაო მაგიდებზე, რომელიც წელს სპეციალურად არის მოწყობილი. კონკრეტულად, ეს სპეციალური მოწყობა გულისხმობს იმას, რომ მერხის წინ განთავსებული იქნება გამჭვირვალე ფარი და ეს არის დამატებითი უსაფრთხოების ზომა იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევუშალოთ ხელი ინფექციის გავრცელებას", - განაცხადა გორგოძემ.
როგორც გორგოძემ განმარტა, 24-ვე საგამოცდო ცენტრში მზადების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და უკვე დასასრულს უახლოვდება.
"მზადების პროცესი მიდინარეობს აქტიურად და თითქმის უკვე დასასრულს უახლოვდება, რადგან ორშაბათიდან უკვე იწყება გამოცდები. შეიძლება, ვთქვათ, რომ მზადყოფნა გვაქვს, ვფიქრობ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად აბიტურიენტების განწყობაც იქნება უკეთესი და შემდეგ კვირაში ამ უკეთესი განწყობით მობრძანდებიან ისინი საგამოცდო ცენტრებში. რაც შეეხება ცენტრების რაოდენობას, მთელი საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი იქნება", - აღნიშნა გორგოძემ.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ბორჯომის ახალგაზრდული ფესტივალის
ფარგლებში, ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლეებს თეატრმცოდნე და
ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე შეხვდა.
14:39 / 16.10.2024
ბორჯომის ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში, ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლეებს თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე შეხვდა.
საქართველოს განათლების მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თანამდებობა
დატოვა.
11:00 / 28.09.2024
საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა.
Galt&Taggart-ის განათლების
სექტორის მიმოხილვის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში უცხოელი
10:08 / 22.09.2024
Galt&Taggart-ის განათლების სექტორის მიმოხილვის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში უცხოელი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 20 საჯარო
სკოლიდან 11 სკოლას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს, ხოლო
ცხრა საჯარო სკოლაში, ოფიციალურად არჩეული დირექტორია.
12:16 / 17.09.2024
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 20 საჯარო სკოლიდან 11 სკოლას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს, ხოლო ცხრა საჯარო სკოლაში, ოფიციალურად არჩეული დირექტორია.
ციფრულ ეპოქაში მხატვრული და
სამეცნიერო ლიტერატურის გაციფრულება ძალიან მნიშვნელოვანია.
11:55 / 17.09.2024
ციფრულ ეპოქაში მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის გაციფრულება ძალიან მნიშვნელოვანია.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.