აბიტურიენტს, გამოცდის ჩაბარების პერიოდში ექნება შესაძლებლობა, რომ პირბადე მოიხსნას - გიორგი გახარია
აბიტურიენტს, რომელიც აუცილებლად
პირბადით უნდა მივიდეს საგამოცდო ადგილზე, დაჯდეს მერხთან, რომელიც
უზრუნველყოფილი იქნება დეზობარიერით გამოცდის ჩაბარების პერიოდში,
ექნება შესაძლებლობა, რომ პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია
იქნება დაცული,
- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა
გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო
ოთახში ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსს, შესაძლებელი იქნება
კონდიციონერის ჩართვა.
,,აბიტურიენტს, რომელიც აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს თავის
საგამოცდო ადგილზე, დაჯდეს მერხთან, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება
დეზობარიერით, გამოცდის ჩაბარების პერიოდში ექნება შესაძლებლობა, რომ
პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული. ასევე,
ფანჯრები ყველგან უნდა იყოს ღია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო
ოთახში ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსამდე, შესაძლებელი იქნება
კონდიციონერების ჩართვა. ეს რეკომენდაციები ჩვენ ასევე მიღებული
გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან. ფაქტობრივად, ჩვენ სრულად
კომფორტულ გარემოს შევუქმნით, შეძლებისდაგვარად, ჩვენს აბიტურიენტებს
იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი ცოდნა, ეფექტურად
და წარმატებით ჩააბარონ გამოცდები, შემდგომ გააგრძელონ განათლების
მიღება უმაღლეს სასწავლებლებში", - განაცხადა გიორგი გახარიამ
ეროვნული გამოცდები იწყება 6 ივლისიდან და 25 ივლისამდე
გრძელდება.
ხვალიდან 27 ივნისიდან აბიტურიენტებს, საგამოცდო
ბარათის ამობეჭდვა შეეძლებათ
პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდები შემოდგომაზე
ჩატარდება
გააზიარეთ :