ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს
დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. განათლების სამინისტროს
ინფორმაციით, საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, ხოლო
სამაგისტრო გამოცდები 1-ელი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით
ჩატარდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად,
გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი
საგამოცდო სექტორის ფართობის 50 %-ზე. საგამოცდო ცენტრების თითოეულ
სექტორში წელს 10 გამოსაცდელზე მეტი არ დაიშვება. ყოველი სამუშაო
მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი
ფარით/ბარიერით, მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება 2 მეტრი,
ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1
მეტრი.
გარდა ამისა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თითოეულ
გამოცდაზე ყოველ გამოსაცდელს შესთავაზებს პირბადეს.
"
ჯანდაცვის სამინისტრო იქნება მუდმივი მზაობის რეჟიმში, მობილიზებულია
სამედიცინო პერსონალი, რომელსაც ჩაუტარდება შესაფერისი ტრენინგი
იმისთვის, რომ აბიტურიენტის მდგომარება და კოვიდთნ დაკავშირებული
რისკები გამოცდაზე დაშვებამდე იქნას შეფასებული, თუკი ამის საჭიროება
დადგება", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე,
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.