ეკონომიკა
საქართველო სესხების სიძვირით მსოფლიოში 23-ე ადგილზეა
ბანკების მიერ გაცემულ სესხებზე ყველაზე მაღალი საშუალო წლიური განაკვეთით საქართველო მსოფლიო ქვეყნების ტოპ 20-ეულთან ახლოსაა. კერძოდ, მსოფლიო ბანკის მიერ შედგენილ 2023 წლის რეიტინგში საქართველო 83 ქვეყანას შორის 23-ე ადგილზეა.

რეიტინგს TheGlobalEconomy.com აქვეყნებს. (აღსანიშნავია, რომ საპროცენტო განაკვეთები მოცემულია ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე).

მართალია, საქართველოში 2022 წლის 13,7%-იან მაჩვენებელთან შედარებით, 2023 წელს საბანკო სესხებზე საშუალო წლიურმა განაკვეთმა ოდნავ დაიკლო და 13,51% შეადგინა, მაგრამ ქვეყანა კვლავ მაღალპროცენტიან ქვეყნებს შორისაა. 2022 წლის რეიტინგში საქართველო 152 ქვეყანას შორის 36-ე ადგილს იკავებდა.

WB-ის მონაცემებით, 2023 წლის მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი 83 ქვეყანაში 14,19%-ს შეადგენდა. ყველაზე მაღალი, 170,29%-იანი მაჩვენებელი ზიმბაბვეში, ყველაზე დაბალი კი 2,86% შვეიცარიაში დაფიქსირდა.

რაც შეეხება საქართველოს, მსოფლიო ბანკი წერს, რომ ისტორიულად, კერძოდ, 2003-იდან 2023 წლამდე საქართველოს საშუალო მაჩვენებელი 14,98%-ია. მინიმალური, ანუ 10,82%-იანი განაკვეთი ქვეყანაში 2019 წელს, ხოლო მაქსიმალური, 23,76% - 2003 წელს დაფიქსირდა.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართელოში 2016-იდან (12,62%) 2019 წლის ჩათვლით (10,82%) საბანკო სესხებზე საშუალო წლიური განაკვეთი იკლებდა, ხოლო 2020 წლის (11,80%) შემდეგ მატების ტენდენცია შეინიშნება. კერძოდ, 2021 წელს განაკვეთი კვლავ 2016 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა და 12,51% შეადგინა.

მეზობელის ქვეყნებიდან საქართველოს მხოლოდ აზერბაიჯანი უსწრებს, რომელიც, თითქმის, 14%-იანი განაკვეთით 2 პოზიციით მაღლაა და 21-ე ადგილზეა, ხოლო სომხეთში, საქართველსთან შედარებით, საშუალო წლიური განაკვეთი 1%-ით დაბალია და 12,39%-ს შეადგენს, რითიც ქვეყანა დაბალრპოცენტიანი განაკვეთის ქვეყნებისკენ საქართველოს ერთი პოზიციით უსწრებს და 24-ე ადგილზეა. ამ მხრივ გაცილებით წინაა რუსეთი, რომელიც 11,62%-იანი განაკვეთით 30-ე ადგილზეა.

თურქეთის მაჩვენებელი რეიტინგში მოცემული არ არის, ხოლო უკრაინა ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთის მქონე ქვეყნების წამყვან ათეულშია.

საბანკო სესხებზე ყველაზე მაღალი საშუალო წლიური განაკვეთის მქონე მსოფლიო ქვეყნების 2023 წლის ტოპ 10-ეული ასეთია:

ზიმბაბვე - 170.29%
არგენტინა - 97.02%
მადაგასკარი - 53.58%
ბრაზილია - 43.60%
მალავი - 33.55%
მოზამბიკი - 23.70%
უზბეკეთი - 22.15%
უკრაინა - 22.11%
კოლუმბია - 21.03%
სიერა ლეონე - 19.64%

ყველაზე დაბალი საშუალო წლიური განაკვეთი მსოფლიოს შემდეგ 10 ქვეყანაშია:

შვეიცარია - 2.86%
ბოსნია და ჰერცეგოვინა - 4.11%
ბაჰამის კუნძულები - 4.25%
ტაილანდი - 4.29%
ჩინეთი - 4.35%
ბულგარეთი - 4.43%
ჩეხეთი - 4.68%
იტალია - 4.89%
ქუვეითი - 4.93%
ფიჯი - 4.97%

მსოფლიო ბანკი განმარტავს, რომ საქართველოში, ისევე, როგორც რეიტინგის დანარჩენ ქვეყნებში სესხის საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენს ბანკებიდან გაცემული კრედიტების საპროცენტო განაკვეთს ძირითადი მსესხებლებისთვის, ანუ კერძო სექტორის ყველაზე დაბალი რისკის მქონე კომპანიებისა და ოჯახებისთვის. ეს არის საბანკო განაკვეთი, რომელიც, როგორც წესი, კერძო სექტორის მოკლე და საშუალოვადიან დაფინანსების საჭიროებებს აკმაყოფილებს. ეს მაჩვენებელი ჩვეულებრივ დიფერენცირებულია მსესხებლების კრედიტუნარიანობისა და დაფინანსების მიზნების მიხედვით, ხოლო ტარიფებთან დაკავშირებული ვადები და პირობები ქვეყნების მიხედვით განსხვავდება.


წყარო: ბიზნესპრესნიუსი
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საბურავების ფასები შესაძლოა, გაიზარდოს - ამის შესახებ
„ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „ავტობანის“ დამფუძნებელმა ბაკურ
ხუნდაძემ განაცხადა.
11:11 / 21.11.2024
საბურავების ფასები შესაძლოა, გაიზარდოს - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „ავტობანის“ დამფუძნებელმა ბაკურ ხუნდაძემ განაცხადა.
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსთან
სავაჭრო ბრუნვა 10.8%-ით გაიზარდა და 2.06 მლრდ აშშ დოლარი
შეადგინა.
23:14 / 19.11.2024
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსთან სავაჭრო ბრუნვა 10.8%-ით გაიზარდა და 2.06 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის
ბრუნვის მონაცემებით,ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1% შეადგინა.
აღნიშნულ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
23:04 / 19.11.2024
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის ბრუნვის მონაცემებით,ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1% შეადგინა. აღნიშნულ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
19 ნოემბერს, რუბლმა დოლართან
მიმართებით ღირებულების დაახლოებით 0,82% დაკარგა, რის შედეგადაც
დოლარი/რუბლის პარიტეტი 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ 100,5-ის
ფარგლებში პირველად დაფიქსირდა.
23:01 / 19.11.2024
19 ნოემბერს, რუბლმა დოლართან მიმართებით ღირებულების დაახლოებით 0,82% დაკარგა, რის შედეგადაც დოლარი/რუბლის პარიტეტი 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ 100,5-ის ფარგლებში პირველად დაფიქსირდა.
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ფულადი
გზავნილები წლიურად 20.6%-ით შემცირდა და 2.8 მლრდ დოლარი შეადგინა -
აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაში.
13:50 / 18.11.2024
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ფულადი გზავნილები წლიურად 20.6%-ით შემცირდა და 2.8 მლრდ დოლარი შეადგინა - აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაში.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.