საქართველოში 183 ათასი ადამიანი „შავ სიაშია“ და სესხს ვერ იხდის
საქართველოში იმ მსესხებლების
რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან,
ბოლო ერთი წლის განმავლობაში
16,2%-ით შემცირდა. თუმცა მიუხედავად ამისა, მსესხებლების 9,4%-ს
კვლავ ვადაგადაცილება უფიქსირდება, ე.წ. „შავ სიაში“ კი, 2024 წლის
ნოემბრის სტატისტიკით, 183 075 ადამიანია მოხვედრილი. აღსანიშნავია,
რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ვადაგადაცილება 218 633
მსესხებელს უფიქსირდებოდა.
„კრედიტინფოს“ 2024 წლის ნოემბრის სტატისტიკის მიხედვით, 30
დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 183 075 მსესხებელს უფიქსირდება,
კონტრაქტების რაოდენობა კი 356 480-ს შეადგენს. რაც შეეხება თანხის
მოცულობას, საუბარია 2 193 385 106 ლარის ვადაგადაცილებულ
კრედიტებზე.
აღსანიშნავია, რომ „შავ სიაში“ მყოფი მსესხებლების რაოდენობა ბოლო
რამდენიმე თვეა მცირდება. კერძოდ, 2024 წლის ოქტომბრის სტატისტიკით,
30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება 184 510 მსესხებელს უფიქსირდებოდა;
სექტემბერში - 185 242 მსესხებელს; აგვისტოში - 187 585-ს.
საერთო ჯამში, 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში
საფინანსო სექტორის ვალი 1 936 666 ადამიანს აქვს, ჯამში 49 477 744
079 ლარის მოცულობის.
აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 81.6% საბანკო სექტორზე მოდის,
კერძოდ, სექტემბრის მდგომარეობით, ბანკებიდან 45.083 მლრდ ლარის
მოცულობის კრედიტი სულ 1 580 869 მსესხებელს აქვს აღებული.
ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 5.6%-ს უფიქსირდება, რაც
რაოდენობრივად 86 288-ია.
ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების
(მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 758 998
ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3.830 მლრდ ლარს შეადგენს.
ხოლო ვადაგადაცილება ამ საფინანსო ინსტიტუტების 111 179 მსესხებელს
უფიქსირდება.
კიდევ 21 145 ადამიანს კი, ჯამში 574.4 მლნ ლარის სესხი აღებული აქვს
სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. აქ 30 დღიდან 3
წლამდე ვადაგადაცილება 5 902 მსესხებელს უფიქსირდება. ჯამში 2024 წლის
ნოემბრის მდგომარეობით, აქტიური მსესხებლების რაოდენობა 1 936 666-ს
შეადგენს.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი