,,ხორბლის მარაგები მინიმალურია, 10 დღის მარაგია დარჩენილი"- ლევან სილაგავა
„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის
მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის,
ლევან სილაგავას განცხადებით, ბოლო
თვეებია ქვეყანაში ხორბალი მინიმალური რაოდენობით შემოდიოდა და
შედეგად წისქვილები გაჩერებულია.
„სამწუხაროდ, ხორბლის მარაგები მინიმალურია, 10 დღის მარაგია
დარჩენილი და უახლოეს რამდენიმე დღეში ის სამი წისქვილიც გაჩერდება,
რომელიც მუშაობდა“,- აცხადებს სილაგავა.
მისი თქმით, ასოციაცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვს, რადგან
ეკონომიკური პროფილის სამინისტროებთან შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა
და წისქვილკომბინატებში დასაქმებული ადამიანები სამსახურს
კარგავენ.
წყარო:businessformula.ge