ეკონომიკა
უცხოეთიდან გამოგზავნილ ამანათებზე ახალი გადასახადები ამოქმედდება
14 მაისს ძალაში შევა საქართველოს
მთავრობის დადგენილებაში („შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების
გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების
შესახებ“) შესული ცვლილებები. დოკუმენტის თანახმად
, საფოსტო გზავნილით შემოტანილი
საქონლის გაფორმებისთვის იმპორტის გადასახადის გარდა, შემდეგი
საფასურის გადახდა იქნება საჭირო:
300 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 3 000 ლარის ღირებულების საქონელზე
- 20 ლარი;
3 000 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარის ღირებულების
საქონელზე - 100 ლარი;
10 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონელზე - 300
ლარი.
საქართველოს მთავრობის დადგენილება
№201-ში შესული ცვლილებები.
ცვლილებების ამოქმედებამდე კი თუ საფოსტო გზავნილის ღირებულება არ
აღემატება 10 000 ლარს, მომსახურების გადახდა საჭირო არ არის.
საფოსტო გზავნილის შემთხვევაში იმპორტის გადასახადისაგან
გათავისუფლებულია 300 ლარამდე ღირებულების (30 კგ-მდე საერთო წონის)
საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი
არ არის.
გააზიარეთ :