ახალი ამბები
გაძვირებული საწვავი - ზოგიერთი ტიპის საწვავის ღირებულება 4 ლარს აცდა
მსოფლიოში საწვავის ფასი იზრდება.
თბილისის დროით 11:30 საათზე, ლონდონის ბირჟაზე ბარელის ფასმა 118,30
დოლარი შეადგინა,
ეს კი თითქმის 2 დოლარით მეტია,
გუშინ Brent-ის ტიპის საწვავი 116,9 დოლარი ღირდა. საწვავი ძვირდება
საქართველოშიც, მეტიც დღეის მდგომარეობით, ზოგიერთი ტიპის საწვავის
ფასი 4 ლარსაც აცდა.
ნახეთ რა ფასი დაგხვდებათ სხვადასხვა ავტოგასამართ
სადგურზე:
„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე დღეის მდგომარეობით, 1
ლიტრი „პრემიუმის“ ფასი – 3.85 ლარია; „რეგულარი“ – 3.70; სუპერი – 4;
ევრო-დიზელი კი 3.90 ლარი ღირს. რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი 3.80
ლარია.
„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი
„დიზელენერჯის“ ფასი – 3.99 ლარს შეადგენს; „ეკო დიზელის“ ტიპის
საწვავის ფასი – 4.09 ლარია. „ეკოპრემიუმი“ და „ევრო რეგულარი“ დღეის
მდგომარეობით, 3.89 და 3.77 ლარი ღირს; „ეკო სუპერის“ ფასმა კი 3.94
ლარი შეადგინა.
„გალფის“ სადგურებზე, 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“
ფასი 3.85 ლარია; „G-Force ევრო რეგულარი“ – 3.79 ლარი ღირს; 1 ლიტრი
„რეგულარის“ ფასი – 3.71; ხოლო „სუპერის“ ფასი 3.89 ლარია. რაც
შეეხება ევროდიზელსა და G-Force ევრო დიზელს, მათი ფასი 4.03 და 4.09
ლარია.
დღეის მდგომარეობით, „ლუკოილის“ ბენზინგასამართ
სადგურებზე, „პრემიუმ ავანგარდი“ - 3.86 ლარი ღირს, „ევრო რეგულარი“ -
3.73 ლარი ღირს; „ევრო დიზელის“ ტიპის საწვავი - 4.06 ლარი ღირს,
„სუპერი ecto-ს“ ტიპის საწვავის კი – 3.95 ლარია.
რაც შეეხება „რომპეტროლის“ ავტოგასამართ სადგურებს,
დღეის მდგომარეობით, „efix ევროდიზელის“ ფასი – 3.98 ლარია; 1 ლიტრი
„ევროდიზელი” - 3.93 ლარი ღირს; რაც შეეხება სხვა ტიპის საწვავს,
„ევრო პრემიუმი“ – 3.86 ლარი; „ევრორეგულარის“ ტიპის საწვავი - 3.73
ლარია; ხოლო „სუპერის“ ტიპის საწვავი 3.95 ლარი ღირს.
წყარო:
ბიზნესპრესნიუსი
გააზიარეთ :