ახალი ამბები
საპენსიო სააგენტო დირექტორს ეძებს - დარიცხული ხელფასი 14 500 ლარია
საპენსიო სააგენტომ დირექტორის ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე გასტანს.

სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს ოქმის თანახმად, დირექტორის დარიცხული ხელფასი 14 500 ლარი იქნება.

კონკურსის ეტაპებია განცხადების გადარჩევა და გასაუბრება, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა კი 2025 წლის 27 იანვარია. კონკურსის შედეგად შერჩეული პირი კი 2025 წლის 1 მაისიდან, 5 წლის ვადით გახდება საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი.

მოთხოვნები, რომელსაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს, ასეთია:

მინიმალური განათლება: ბაკალავრი ეკონომიკის, ფინანსების ან სამართლის დარგში
სამუშაო გამოცდილება: 10 წელი
ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება: 5 წელი

მომავალ დირექტორს ასევე მოეთხოვება შესაბამისი სამართლებრივი კანონმდებლობის ცოდნა, უცხო ენის С2 დონეზე ფლობა და მენეჯერული უნარები.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ფუნქცია მოვალეობები

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობებში შედის საპენსიო სააგენტოს მართვა „დაგროვებითი
პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნების მიღწევის
უზრუნველყოფის მიზნით.

სააგენტოს დირექტორის მოვალეობები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:

საპენსიო სააგენტოს ინსტიტუციონალური პროცესების დაგეგმვა, განხორციელება და მართვა;
საპენსიო სააგენტოს საქმიანობის წესებისა და ანგარიშების შემუშავება და წარდგენა სამეთვალყურეო საბჭოსთვის დასამტკიცებლად;
საპენსიო სააგენტოს ყოველდღიური მიმდინარე საქმიანობის მართვა და ხელმძღვანელობა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
საპენსიო სააგენტოს თანამშრომელთა შერჩევის, დანიშვნის და გათავისუფლების პროცესის ხელმძღვანელობა და მართვა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებების განხორციელება და შესაბამისი ანგარიშგება;
საპენსიო სააგენტოს მიერ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფა, მათ შორის, შიდა კონტროლის მექანიზმების და მართვის სისტემის ხარისხის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა;
საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტის შემუშავება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი ეფექტური მართვა ჯანსაღი ფინანსური მართვის პრინციპების შესაბამისად;
შესაბამისი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით;
საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლობა დაინტერესებულ მხარეებთან და საზოგადოებასთან საპენსიო სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხთან მიმართებით;
ყოველწლიური ანგარიშგება საქართველოს პარლამენტის წინაშე „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად

შეგახსენებთ, წელიწად-ნახევარია სააგენტოს დირექტორის პოსტი ვაკანტურია. 2023 წელის ივნისში გიორგი დანელიამ თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა, რის შემდეგაც დირექტორის მოვალეობას გიორგი ჭიჭინაძე ასრულებს.



წყარო: BM.GE
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ახალი წლის ღამეს თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
14:11 / 31.12.2024
ახალი წლის ღამეს თბილისში პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
გარემოს ეროვნული სააგენტო 31
დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას
ავრცელებს.
12:51 / 31.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტო 31 დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
14:38 / 28.12.2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
არასამთავრობო ორგანიზაცია
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ „ქართული ოცნების“ დასანქცირებული
წარმომადგენლების შესახებ ერთიან ინფორმაციას აქვეყნებს.
12:26 / 27.12.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ „ქართული ოცნების“ დასანქცირებული წარმომადგენლების შესახებ ერთიან ინფორმაციას აქვეყნებს.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.