ეკონომიკა
ბაკურიანის წყალმომარაგებით უზრუნველყოფისათვის დამატებითი სამუშაოები მიმდინარეობს
ბაკურიანში ზამთრის სეზონზე
სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფისათვის ორი პროექტით
გათვალისწინებული დამატებითი სამუშაოები მიმდინარეობს.
უკვე შესრულებულ სამუშაოებსა და კურორტზე არსებულ ვითარებას ადგილზე
გაეცნო ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი.
,,ბაკურიანში ჩვენ გვყავს ორი კონტრაქტორი, რომლებსაც სხვადასხვა
ფუნქციური დავალება აქვს. ეს არის ჭაბურღილების დამატება- დაახლოებით
5 ჭაბურღილს ვამატებთ, ხოლო მეორე კონტრაქტორი ძველი სათავე
ნაგებობების რეაბილიტაციასა და ახლის მშენებლობას ახორციელებს. ასევე,
ზემოთ მდებარე ხევებიდან ამ სათავე ნაგებობაში იკრიბება წყალი,
რომელიც აქამდე იკარგებოდა. სამუშაოებს დაახლოებით ოქტომბერში
დავასრულებთ, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დღეს არსებული
დებიტი, რაც გვაქვს ბაკურიანში, იმის გათვალისწინებით, რომ აქ
მიმდინარეობს აქტიური განაშენიანება და გათოვლიანების დამატებითი
სისტემები მონტაჟდება, ეს პროექტები მოგვცემს იმის საშუალებას, რომ
სრულად უზრუნველვყოთ კურორტის მოთხოვნები."" - განაცხადა ილია
ბეგიაშვილმა ბაკურიანში მიმდინარე სამუშაეობის დათვალიერების
შემდეგ.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს
ინფორმაციით, ამ დროისთვის, ბაკურიანს წყალი უწყვეტად მიეწოდება.
თუმცა, მშრალმა კლიმატმა, ინფრასტრუქტურული ობიექტების,
დამსვენებლებისა და ტურისტების მკვეთრმა ზრდამ გასული ზამთრის სეზონზე
წყლის დებიტის სიმცირე გამოიწვია და კურორტს წყალმომარაგების მიწოდება
შეუზღუდა.
მიმდინარე წლის იანვარში ზამთრის ტურისტული სეზონის პიკზე კურორტი
ბაკურიანი უწყლოდ
დარჩა. რის გამოც დამსვენებლების ნაწილმა, მათ
შორის უცხოელებმა კურორტი უკვე დატოვეს.
გააზიარეთ :