ახალი ამბები
„ტურისტების ნაწილი ჯავშნებს აუქმებს“- ვითარება ბაკურიანში

 

უკვე რამდენიმე დღეა ბაკურიანს წყლის მიწოდების პრობლემა აქვს. როგორც სასტუმროებში განაცხადეს, უწყლობის გამო დამსვენებლების ნაწილმა კურორტი საერთოდ დატოვა, ნაწილმა კი იმ სასტუმროებში გადაინაცვლა, რომელთაც წყლის საკუთარი რეზერვუარები აქვთ.

სასტუმროების მფლობელები აცხადებენ, რომ შექმნილი დისკომფორტის გამო ტურისტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, გაუქმებული ჯავშნების გამო კი, სასტუმროების ნაწილი დიდ ზარალს განიცდის.

სასტუმრო „სნოუ პლაზა“ : - „იმის გამო, რომ წყალი წყდებოდა, წყლის რეზერვუარი საკმარისი არ გვქონდა, რაც დამსვენებლებმა გაგვიპროტესტეს, და ეს ლოგიკურიც არის, რადგან დიდი დისკომფორტია, შესაბამისად, სასტუმროდან გადიოდნენ. სულ ჯამში, 40 ნომერი გვაქვს და აქედან 15 ჯავშანი გაგვიუქმდა. მართალია, ჩვენთან პირველ სართულზე, საუნას და აუზს წყალი უპრობლემოდ მიეწოდება, მაგრამ ნომრებში ღამის საათებში წყდება.გვეუბნებიან, რომ მუშაობენ, მაგრამ დღესაც იქნება თუ არა, არ ვიცით. დღის პირველ ნახევარში არის და მეორე ნახევარში როგორ იქნება, არ ვიცით.ზარალი საკმაოდ დიდია. წარმოიდგინეთ, სასტუმროს 15 ჯავშანი რომ გაუქმდება, სადაც 2-კაციანი, 3-კაციანი და საოჯახო ნომრები შედის, რამხელა ზარალია... ჩვენ შემთხვევაში, ძირითადად, უცხოელმა ტურისტებმა დატოვეს სასტუმრო“.

სასტუმრო „ვილა პალასი“: - „წყალი დაბალი წნევით მოდის, თუმცა ჩვენ გვაქვს როგორც საკუთარი რეზერვუარი, ისე ჭა და ორივეს დახმარებით, დინების პრობლემა არ გვაქვს. თუმცა, ზოგადად, ამის გამო ბაკურიანში ბევრი სასტუმრო დაზარალდა. ტურისტების ნაწილმა ჯავშნები გააუქმა, ნაწილმა კი სასტუმრო შეიცვალა. ჩვენთანაც იყო შემთხვევა, როდესაც 5 ოჯახი სხვა სასტუმროდან გადმოვიდა“.

პრობლემის მიზეზად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბაკურიანის სწრაფ ზრდას ასახელებს. როგორც მათ მიერ 4 იანვარს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბაკურიანის მხოლოდ 70%-ს აქვს 24-საათიანი წყალმომარაგება.

კომპანიის ცნობით, პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ბრიგადები ამ დრომდე მუშაობენ, რათა წყლის დამატებითი მარაგის მოძიება მოხერხდეს.

„კომპანიის ტექნიკურმა ჯგუფმა წყლის მარაგის გაზრდის მიზნით, გარკვეულ მონაკვეთებზე ახალი მილი მოაწყო. პარალელურად, კომპანია ყველა იმ სასტუმროს, სადაც წყლის მიწოდება შეზღუდულია, ამარაგებს წყალმზიდების საშუალებით. პროცესში ჩართულია 112-ის მანქანები, რომელთა დახმარებით წყლის მიწოდება წყალმზიდებამდე წაღვერიდან და ბორჯომიდან ხორციელდბა. გარდა ამისა, სამაშველო მანქანები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ შემკრები რეზერვუარის შესავსებად.გამომდინარე იქედან, რომ ტურისტული ობიექტების განაშენიანება ყოველწლიურად საკმაოდ სწრაფად იზრდება და სეზონის ყველაზე აქტიურ პერიოდში წყლის მოხმარება საკმაოდ მაღალია, არსებული მარაგი საკმარისი არ არის. აღნიშნულის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას წინასწარ ქონდა კომუნიკაცია სასტუმროებთან და მოახდინა ინფორმირება სეზონის ყველაზე აქტიურ მონაკვეთში, წყლის მიწოდების შესაძლო შეზღუდვასთან დაკავშირებით.
ბაკურიანში ქსელის განვითარებისა და ახალი სისტემების მშენებლობის მეორე ეტაპის განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება, რაც საბოლოოდ აღმოფხვრის სეზონის აქტიურ პერიოდში წარმოქმნილ პრობლემებს”
-ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ,საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთის კურორტებზე წყალმომარაგების შეფერხების უმოკლეს ვადებში აღმოსაფხვრელად საკოორდინაციო ჯგუფის საგანგებო შეხვედრა გამართა. მთავრობის მეთაურთან შეხვედრაზე წყალმომარაგების კუთხით შექმნილი პრობლემის გამომწვევი მიზეზები და ის ნაბიჯები განიხილეს, რომელსაც შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები პრობლემის დაფიქსირების პირველივე წუთებიდან დგამენ.

„სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წყალი შეფერხებით გუდაურში მხოლოდ „რედკოს“ კომპლექსს, ხოლო ბაკურიანის დაახლოებით 10%-ს მიეწოდება, რის აღმოსაფხვრელადაც მუშაობა ინტენსიურად, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა განმარტებით, პრობლემა გამოიწვია უმეტესად მშრალმა, უნალექო კლიმატმა, რის შედეგაც წყლის რესურსი მკვეთრად შემცირდა. ასევე სწორედ წყლის არასაკმარისი რესურსის გამო ვერ მოხერხდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის ამუშავებაც.
საკოორდინაციო ჯგუფის ინფორმაციით, ზამთრის კურორტებზე, პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სამოქმედო გეგმის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია საცობების პრობლემა, ასევე - საგზაო ინფრასტრუქტურა - დასრულებულია შემოვლითი გზის მშენებლობა, წრიული გზის რეაბილიტაცია და შექმნილია დამატებითი საპარკინგე სივრცეები.შეხვედრის დასრულებისთანავე შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები კვლავ ადგილზე, ბაკურიანსა და გუდაურში გაემგზავრნენ, სადაც კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ, რათა შესაძლო ხარვეზები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი“
- ნათქვამია ინფორმაციაში.


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით,კლიმატური გამოწვევები, ნალექის ნაკლებობა და წყლის საბადოების გაქრობა მთლიანად ქვეყანაში შეინიშნება და ამ პრობლემებმა ყველაზე მეტად პიკური დატვირთვის პირობებში იჩინა თავი.

"კლიმატური გამოწვევები, ნალექის ნაკლებობა და წყლის საბადოების გაქრობა, ასეთი პრობლემები წინა წლებში ნამდვილად არ ყოფილა.კლიმატური გამოწვევები, ნალექის ნაკლებობა და წყლის საბადოების გაქრობა მთლიანად ქვეყანაში შეინიშნება და ამ პრობლემებმა ყველაზე მეტად პიკური დატვირთვის პირობებში იჩინა თავი - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

შეგახსენებთ,რომ მთის კურორტზე რამდენიმე დღეა წყლის მიწოდების პრობლემაა,რომლის სრულად აღმოფხვრა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე
წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან
წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა
გამოიტანა.
14:26 / 04.05.2024
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
3 მაისი პრესის თავისუფლების
საერთაშორისო დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით
14:31 / 03.05.2024
3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა
14:21 / 03.05.2024
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა
სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები
სამ ახალგაზრდას ეძებენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურში ადასტურებენ.
11:32 / 03.05.2024
სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები სამ ახალგაზრდას ეძებენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
ვნების კვირის პარასკევი ქრიტიანულ
სამყაროში ყველაზე მძიმე დღეა.
07:12 / 03.05.2024
ვნების კვირის პარასკევი ქრიტიანულ სამყაროში ყველაზე მძიმე დღეა.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.