ბორჯომის მუნიციპალიტეტში, გუჯარეთის ხეობის 2 სოფლის მოსახლეობა
ელექტროენერგიას პირველად მიიღებს. სოფელ ვარდევანსა და გვერდისუბანში
მცხოვრები შვიდი ოჯახისთვის მზის პანელების მონტაჟი მიმდინარეობს.
ადგილობრივები მზის უსაფრთხო და უფასო ენერგიით სარგებლობას
შეძლებენ.
ვარდევანსა და გვერდისუბანში მზის პანელების მონტაჟი სახელმწიფო
პროგრამის ფარგლებში ხდება, რაზეც დაახლოებით 100 000 ლარი
დაიხარჯება.
გუჯარეთის ხეობის ცხრა სოფელი
მოსახლეობისგან არის
დაცლილი. ინიციატივის
მიზანია აქ მცხოვრებლების ადგილზე დამაგრება და სოფლის მეურნეობის
განვითარება.
შეგახსენებთ, ბორჯომის მუნიციპალიტეტმა გუჯარეთის ხეობის სოფლებში
მცხოვრებ ექვს ოჯახს მზის პანელები გასულ წელს დაუმონტაჟა.