ახალი ამბები
2024 წლის სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო JRC-მა მიიღო
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
მას, ჟურნალსიტიკის რესურსცენტრს, აღმოსავლეთ პარტნიორობის 1200 სამოქალაქო
საზოგადოების ორგანიზაცია გადასცემს.

დაჯილდოება ავსტრიაში, ვენაში გაიმართა.

ჟურნლისტკის რესურსცენტრმა და მისმა ხელმძღვანელმა, ნათია კუპრაშვილმა
ჯილდო ე.წ “რუსული კანონის” წინააღმდეგ ბრძოლისათვის, საქართველოში
თავისუფალი, სამართლიანი და დამოუკიდებელი მედიისთვის დაცვისთვის მიიღო.

„პროპაგანდას მხოლოდ ძლიერი ადგილობრივი ჟურნალისტიკის საშუალებით
შეგვიძლია შევეწინააღმდეგოთ. გასული თვის არჩევნებმა საქართველოში მკაფიოდ
აჩვენა, ავტორიტარიზმისაგან დასაცავად პრესის თავისუფლების აუცილებლობა. ეს
განსაკუთრებით ეხება ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, სადაც მედიას
აკონტროლებენ რუსული პროპაგანდით გამსჭვალული ოლიგარქები. ჟურნალისტებს
და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც ერთად მუშაობენ,
შეუძლიათ ცვლილებების მოტანა ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის
მიწოდებასა და დემოკრატიის მხარდასაჭერად“,
–ნათია კუპრაშვილი, JRC-ს
თავმჯდომარე.

“სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო” (Civil Society Award) 2018 წელს, 1 200-ზე მეტი
აღმოსავლეთ პარტნიორობის საზოგადოების ორგანიზაციამ დაარსა და მისი მიზანი
სამოქალაქო ორგანზიაციების მხარდაჭერაა, რომლებიც ემსახურებიან ქვეყანაში
დემოკრატიული რეფორმების გატარებას, მათი ქვეყნების პილიტიკური,
ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობას და მოსახლეობის
მხარდაჭერას.

ამასთან, ჯილდოს დაწესების მოტივაცია იყო ხაზგასმა, რომ სამოქალაქო სექტორი
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში რეფორმების მთავარი მამოძრავებელია და

მათი წარმომადგენლები დემოკრატიული ღირებულებების ხმამაღალი დამცველები
არიან.

სამოქალაქო საზოგადოების ჯილდოს მფლობელები სხვადასხვა დროს იყვნენ:

• 2018 – დავით პეტროსიანი (სომხეთი)
• 2019 – Promo-LEX (მოლდოვა)
• 2020 – ბელორუსის სამოქალაქო საზოგადოება (ბელორუსი)
• 2022 – უკრაინის სამოქალაქო საზოგადოება (უკრაინა)
• 2023 – ბელორუსის ჟურნალისტთა ასოციაცია (ბელორუსი)
• 2024 – ჟურნალისტიკის რესურსების ცენტრი (საქართველო)

ჟურნალისტიკის რესურსცენტრი 2009 წელს, ჟურნალისტმა ნათია
კუპრაშილმა რამდენიმე დამოუკიდებელ ჟურნალისტთან ერთად დააფუძნა.
ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება დეზინფორმაციასთან ბრძოლა,
დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა და რეგიონული მედიის გაძლიერებაა.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში
უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
10:45 / 25.12.2024
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს
Freebusiness.ge პლატფორმაზე
1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
10:26 / 22.12.2024
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს Freebusiness.ge პლატფორმაზე 1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის
თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
10:20 / 20.12.2024
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული
ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
17:10 / 19.12.2024
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ
მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
16:04 / 19.12.2024
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.