ამინდი იცვლება-საქართველოში წვიმაა ნავარაუდევი
19 ნოემბერს საქართველოში (ძირითადად
ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, 20
ნოემბრიდან კი გამოიდარებს და დათბება.
ქ. თბილისში 19 ნოემბერს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 20-21
ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით
+15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი,
თიანეთი, ფასანაური): 19 ნოემბერს ზოგან ნალექიანი ამინდია
მოსალოდნელი, ხოლო 20-21 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +9, +14 გრადუსი დაფიქსირდება.
მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური,
ომალო): 19 ნოემბერს ზოგან მოთოვს, ხოლო 20-21 ნოემბერს უნალექო
ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი
დაფიქსირდება.