ახალი ამბები
"დღევანდელი ღამე შედგა" - ოპოზიციის ლიდერებმა აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ღამენათევ დემონსტრანტებს 18 ნოემბრის დილით, 9 საათზე, აქციის ორგანიზატორმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა მადლობა გადაუხდეს. აქციის მონაწილეების ნაწილმა, რომლებიც ახალი არჩევნების მოთხოვნით 17 ნოემბრის საღამოს 20 საათიდან იმყოფებოდნენ ჭავჭავაძის გამზირზე, ღამე კარვებში გაათიეს, ნაწილი კი ქუჩაში დანთებულ კოცონთან იმყოფებოდა.

"დღევანდელი ღამე შედგა, როგორც პროტესტის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ღამე ბოლო წლების ისტორიაში", - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ თავის მიმართვაში. მისი თქმით, საჭიროა ერთმანეთის შეცვლა, რათა არ დაიღალონ. „წინ ხანგრძლივი და დაუღალავი ბრძოლაა, იმიტომ რომ დავიბრუნოთ ჩვენი სამშობლო“.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, „ბევრს ეგონა, რომ ხალხი არ იქნებოდა, მაგრამ იყვნენ“. ვაშაძის თანახმად, გადავიდნენ "პროტესტის ახალ ფორმაში“, "კარგად დაორგანიზდნენ“ და "პროტესტი დაპირებისამებრ გრძელდება 24 საათის განმავლობაში, საღამოს 8 საათამდე“.

"კოალიცია ცვლილებისთვის" კიდევ ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, "დადასტურდა, რომ ძალა განსხვავებულთა ერთობაშია". მისი თქმით, "დღევანდელი არაორდინარული შეკრება იქნება ერთ-ერთი ისტორიული შეკრება, რომელიც დასაბამი გახდება იმ ინტენსიური, შეუჩერებელი, მძლავრი, მზარდი საპროტესტო მოძრაობისა, რომელიც დასრულდება ივანიშვილის რეჟიმის ჩამონგრევით. ჩვენ უნდა ვარყიოთ ის, სანამ არ ჩამოვანგრევთ“. მელიას თქმით, ქუჩა არის მათ ხელთ არსებული "ყველაზე დემოკრატიული ინსტრუმენტი და ეს პროცესი აღარ შეჩერდება".

დემონსტრანტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, შეკრების ორგანიზატორ ლიდერებს არ დაუსახელებიათ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლითაც პროტესტი გაგრძელდება 18 ნოემბრის საღამოს, 8 საათზე, 24-საათიანი აქციის დასრულების შემდეგ.

ხელახალი არჩევნების მოთხოვნით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ოპოზიციური პოლიტიკური ნაწილის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია 17 ნოემბერს საღამოს 8 საათზე დაიწყო, დემონსტრანტებმა ადგილზე თავდაპირველად სამი დიდი ზომის კარავი გაშალეს, შუაღამით კი 20-მდე მცირე ზომის კარავი დაამატეს.

გადაიკეტა ჭავჭავაძის გამზირი, ვარაზისხევი, მელიქიშვილის გამზირი და კეკელიძის ქუჩა.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა" და "კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენლები მოელოდნენ, რომ ისინიც პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებოდნენ, თუმცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ "მორჩა სეირნობა" და "აქ ვდგავართ და ჩვენ აქ ვრჩებითო".

"ამ მაგისტრალზე მოძრაობა არ იქნება. ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად, დაგეგმილად, მშვიდობიანად დავიკავებთ ჩვენს ქვეყანას. ეს ქვეყანა ჩვენია“, - თქვა ნიკა გვარამიამ.
ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილების მოწოდების შემდეგ, პარლამენტთან მიმდინარე აქციის წამყვანმა რატი ამაღლობელმა სცენიდან გამოაცხადა, რომ მეგობრებს უნდა შეერთებოდნენ, რის შემდეგაც დემონსტრანტები ჭავჭავაძის გამზირისკენ დაიძრნენ.

დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა არჩევნების ხელახლა ჩატარებაა. ისინი ცესკოს მიერ გამოცხადებულ არჩევნების შედეგებს არ ენდობიან და ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" 26 ოქტომბერს არჩევნები გააყალბა.

16 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა, რომლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.

26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტია აღიარებს.



სტატია მომზადეებულია რადიო თავისუფლების მიერ



Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში
უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
10:45 / 25.12.2024
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს
Freebusiness.ge პლატფორმაზე
1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
10:26 / 22.12.2024
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს Freebusiness.ge პლატფორმაზე 1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის
თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
10:20 / 20.12.2024
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული
ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
17:10 / 19.12.2024
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ
მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
16:04 / 19.12.2024
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.