გუშინ, 12 ნოემბერს, სოფლის
შესასვლელში არსებული მოსაცდელის დემონტაჟის სამუშაოები
დაიწყო.
სოფ. ყვიბისში არსებული მატარებლის მოსაცდელი, წლებია მოსახლეობას
საფრთხეს უქმნიდა. ჩამოშლილი და ნახევრად დანგრეული
ბაქანით, სოფლის მოსახლეობა
დღემდე სარგებლობდა.
იყო ადამიანების ჩავარდნის და დაზიანების შემთხვევები.
როგორც “საქართველოს რკინიგზაში” ამბობენ დემონტაჟის შემდეგ ახალი
მოსაცდელის მშენებლობა დაიწყება.
სამუშაოებს შპს „მარია“ ახორციელებს და კომპანიას ახალი მოსაცდელის
ასაშენებლად 150 დღიანი ვადა აქვს.
ნახეთ ტელეკომპანია "ბორჯომის" მიერ, ამ თემაზე მომზადებული
რეპორტაჟები.
ნანგრევები მატარებლის მოსაცდელის ნაცვლად
მატარებლის საშიში მოსაცდელი ყვიბისში
სახიფათო, დანგრეული, მიტოვებული - მატარებლის
მოსაცდელები