"ეს არის საბოტაჟი და პროვოკაცია საკრებულოს მხრიდან"- ლევან ლიპარტია
12:08 / 10.03.2018
მერიის თანამშრომელთა სახელფასო ნუსხა იყო დღევანდელი ბრიფინგის
მთავარი თემა, რომელიც ბორჯომის მერმა ლევან ლიპარტიამ გამართა.
მერიის მიერ საკრებულოში ჩაგზავნილი სახელფასო ნუსხა
მერიას შემდეგი სახით უკან დაუბრუნდა: საკრებულომ მერის სახელფასო
სარგო გაზარდა, თანამშრომელთა ხელფასები კი დააკორექტირა. "ეს არის საკრებულოს მიერ
მოწყობილი საბოტაჟი და პროვოკაცია. ეს არ უნდა ხდებოდეს ბორჯომში და
მთლიანად საქართველოში. ეს არის თითოეული ბორჯომელის სირცხვილი და
შეურაცხყოფა"- განაცხადა ბორჯომის მერმა. ლევან ლიპარტია საკრებულოს
ოპოზიციონერ დეპუტატებს გონივრული ნაბიჯის გადადგმისკენ
მოუწოდებს. შეგახსენებთ, მერიის თანამშრომლები
უკვე მესამე თვეა კუთვნილ ანაზღაურებას ვერ იღებენ. ორშაბათს 12 მარტს ბორჯომის
მუნიციპალიტეტის მერია უკვე მეხუთედ გადაუგზავნის სახრებულოს მერიის
სახელფასო ნუსხას განსახილველად.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.