რეგიონული მედია წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად აშუქებდა - ეუთოს დასკვნა
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის ფარგლებში, ეროვნულ დონეზე
მედია უმთავრესად მიმდინარე საარჩევნო კამპანიის იგნორირებას ახდენდა,
თუმცა, ზოგიერთი ადგილობრივი
მედია საშუალება ამომრჩევლებს საარჩევნო სუბიექტების შესახებ აწვდიდა
ინფორმაციას. მეორე ტურის შედეგების გამოცხადებამდე, პოლიტიკური ახალი
ამბების გამოშვებებში, მთავარი აქცენტი პარტიების მიერ არჩევნების
პირველი ტურის შედეგებთან დაკავშირებით გამოხატულ რეაქციასა და
პირველი ტურის შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ გაკეთებულ
კომენტარებზე კეთდებოდა.
რეგიონულ დონეზე რამდენიმე რეგიონული მაუწყებელი, კერძოდ
ტელეკომპანიები "ბორჯომი", "გურია" და "რიონი" წინასაარჩევნო
კამპანიის გაშუქებას აქტიურად ახდენდა.