ახალი ამბები
სოხუმში ვითარება იძაბება
სოხუმში, ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე შეჭრილი მომიტინგეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს. ადგილობრივი მედია იუწყება ცრემლსადენი გაზის გაშვების შესახებ.

„დაპირისპირება იზრდება და არის რისკი, გადაიზარდოს სისხლისღვრაში. ეს უკვე შეუქცევადი პროცესი იქნება“, - წერს „ნუჟნაია გაზეტა" ტელეგრამ-არხზე. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ტერიტორიაზე ისმოდა სროლის ხმა.

მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ სოხუმში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რკინის ჭიშკარი გაარღვიეს და ტერიტორიაზე შეიჭრნენ. რკინის ზღუდე უკვე არაერთ ადგილას არის გარღვეული.

15 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხის განხილვა. ამ ხმაურიანი საკითხის დღის წესრიგში შეტანას ე.წ. დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი და სესია არ შედგა.

გავრცელებული ცნობებით, მომიტინგეები ახლა სესიის გამართვას და საკითხის საბოლოოდ ჩაგდებას მოითხოვენ და ასევე ითხოვენ იმ "დეპუტატების" სიას, რომლებიც დღევანდელ სესიაზე არ გამოცხადდნენ.

პროტესტის მასშტაბი სულ უფრო იზრდება. სოციალურ ქსელებში წერენ, რომ მიტინგს ხალხი ოკუპირებული აფხაზეთის სხვადასხვა რაიონიდან უერთდება და ამჟამად აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი დგას.

ცოტა ხნის წინ შენობა დატოვა აფხაზეთის ე.წ.-მა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი პირადი დაცვის უფროსი აქციის მონაწილეებთან მივიდა და დაპირდა, რომ მათ მოთხოვნებს ბჟანიას გადასცემს. ოპონენენტები ასლან ბჟანიას, უკვე დიდი ხანია, ხალხისთვის დამაზიანებელი საქმის მსახურებასა და გულგრილობაში სდებენ ბრალს.

ე.წ. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია დილიდან იმართება სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების წინააღმდეგ - კენჭისყრა დღეისთვის იყო დაგეგმილი.

ადგილობრივი მედიის თანახმად, საპროტესტო აქციაზე ხალხი იკრიბებოდა რუსეთისა და აფხაზეთის დროშებით. ისმოდა შეძახილები: არ გაყიდოთ ქვეყანა, არ ჩაიდინოთ ღალატი. ე.წ. პარლამენტის შენობასთან სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილების კოლონა ჩააყენეს და ჟურნალისტებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.

აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება ხელშეკრულებას ეკონომიკის სტიმულირების საშუალებად თვლის, ხოლო ოპონენტებისთვის ეს აფხაზეთის ინტერესების დათმობის ტოლფასია.

ამ ხელშეკრულებით რუს ინვესტორებს მიენიჭებათ მრავალი სახის პრივილეგია, მათ შორის საგადასახადო პრივილეგიები და შესაძლებლობა, რომ მიწაც ჩაიგდონ ხელში. ოკუპირებულ ტერიტორიაზე შიშობენ, რომ რუსი ინვესტორების პრივილეგიები კონკურენციას მოსპობს და ადგილობრივ ბიზნესს გაანადგურებს.


წყარო: რადიო თავისუფლება



Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სამ დეკემბერს საქართველოს ეროვნული
ვალუტა, ლარი კიდევ უფრო მეტად გაუფასურდა დოლართან, ევროსთან და
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით.
17:26 / 03.12.2024
სამ დეკემბერს საქართველოს ეროვნული ვალუტა, ლარი კიდევ უფრო მეტად გაუფასურდა დოლართან, ევროსთან და გირვანქა სტერლინგთან მიმართებით.
2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე
მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 34 პირი დააკავეს.
11:37 / 03.12.2024
2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 34 პირი დააკავეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის
თანამშრომლების ერთი ნაწილი საერთო განცხადებას ავრცელებს, სადაც
გმობს დემონსტრანტებზე ძალადობას, ემიჯნება „ქართული ოცნების“
განცხადებას ევროკავშირთან დაახლოების პროცესი შეჩერებაზე და
მოითხოვენ, მათი ეთერები საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებასა და საჯარო
დისკუსიებს დაეთმოს.
10:47 / 03.12.2024
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ერთი ნაწილი საერთო განცხადებას ავრცელებს, სადაც გმობს დემონსტრანტებზე ძალადობას, ემიჯნება „ქართული ოცნების“ განცხადებას ევროკავშირთან დაახლოების პროცესი შეჩერებაზე და მოითხოვენ, მათი ეთერები საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებასა და საჯარო დისკუსიებს დაეთმოს.
ახალციხის N5 საჯარო სკოლის
მოსწავლეებმა ევროინტეგრაციის შეჩერების გაპროტესტების მიზნით,
პეტიცია შექმნეს, ხელს 150–მდე მოსწავლე აწერს.
09:42 / 03.12.2024
ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ევროინტეგრაციის შეჩერების გაპროტესტების მიზნით, პეტიცია შექმნეს, ხელს 150–მდე მოსწავლე აწერს.
თბილისში, კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ქვეყანაში მიმდინარე
პროევროპული პროტესტის მხარდასაჭერად სკოლასთან გზა გადაკეტეს.
10:34 / 02.12.2024
თბილისში, კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ქვეყანაში მიმდინარე პროევროპული პროტესტის მხარდასაჭერად სკოლასთან გზა გადაკეტეს.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.