საზოგადოება
ახალციხეში N5 საჯარო სკოლის მოსწავლეების ნაწილი გაიფიცა
ახალციხის N5 საჯარო სკოლის
მოსწავლეებმა ევროინტეგრაციის შეჩერების გაპროტესტების მიზნით,
პეტიცია შექმნეს, ხელს 150–მდე მოსწავლე აწერს.
sknews.ge ინფორმაციით.
"ახალციხის N5 საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს
მოგიწოდებთ გაიფიცოთ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.
გაფიცვის მიზანი არის ის, რომ ჩვენმა სკოლის მოსწავლეებმა და
მასწავლებლებმა შეძლონ ისტორიის სწორ მხარეს დგომა და გააგონონ
თავიანთი ხმა მთელს საქართველოს.
ჩვენ, როგორც სკოლის მოსწავლეები, ვდგავარ ხალხის მხარეს და არ
შევეგუებით ძალადობას! არ შევეგუებით რუსეთს! საქართველო იყო არის და
იქნება ევროპის ნაწილი", – წერია პეტიციაში.
გააზიარეთ :