საზოგადოება
კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა სკოლასთან გზა გადაკეტეს
თბილისში, კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ქვეყანაში მიმდინარე პროევროპული პროტესტის მხარდასაჭერად სკოლასთან გზა გადაკეტეს. ამ სკოლის მასწავლებლებმა წინა დღეებში თქვეს, რომ ამ ეტაპზე მათი მოსწავლეების უკეთესი მომავლისთვის აქციებზე ქვეყნის დაცვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გაკვეთილების ჩატარება.
სკოლის მოსწავლეებისა და კურსდამთავრებულების პეტიციით, ისინი ევროინტეგრაციის შეჩერებას ემიჯნებიან და სკოლის ადმინისტრაციასა და მასწავლებლებს მოსწავლეების გვერდში დგომისკენ მოუწოდებენ.
კომაროვის სკოლის გარდა, დღეს სასწავლო პროცესი შეწყვეტილია სხვა კერძო და საჯარო სკოლებშიც.
29 ნოემბერს ნიუტონის თავისუფალმა სკოლამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ 2 დეკემბერს სკოლა არ იმუშავებს.
ამავე დღეს სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ განცხადება გაავრცელა მწვანე სკოლამაც გაავრცელა. განცხადების მიხედვით, ამ ნაბიჯით მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლება დაიცვეს.
სწავლის შეჩერებაზე განცხადება გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიამაც გააკეთა.
1 დეკემბერს UG სკოლამ ოფიციალური განცხადება დაწერა, რომელშიც პედაგოგების გაფიცვიდან გამომდინარე ორი დღით სასწავლო პროცესის შეწყვეტა გამოაცხადა.
მოსწავლეთა ნაწილი გაიფიცა ასევე საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლაში.
ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის რამდენიმე კლასის მოსწავლეები დილიდან გაკვეთილებზე არ შევიდნენ. მოზარდები სკოლის მიმდებარედ დედა ენის ძეგლთან შეიკრიბნენ და მასწავლებლებს მოუწოდეს შეუერთდნენ, რათა ერთად გააპროტესტონ თბილისში აქციების დარბევა და საქართველოს ევროპული კურსის ცვლილება.
გაფიცულია თბილისის 52-ე საჯარო სკოლაც.

Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.