გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 ნოემბრიდან საქართველოში
გამოიდარებს და ნალექი შეწყდება.
დღისით დასავლეთ საქართველოში შედარებით დათბება, აღმოსავლეთ
საქართველოში კი შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი.
მათივე ცნობით, თბილისში 2 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი,
ხოლო 2 დეკემბერს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
"სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო
ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსამდე
მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი,
სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) უნალექო ამინდია
მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსამდე
მომიმატებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი,
შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უნალექო ამინდია
მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +10 გრადუსამდე
მოიმატებს, ღამით კი -5, -8 გრადუსამდე დაეცემა.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო):
უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2, +7
გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -9, -12 გრადუსამდე დაეცემა.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი):
უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსი
დაფიქსირდება, ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე
დაეცეს.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი,
ახმეტა, დედოფლისწყარო): 2 დეკემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი
იქნება, ხოლო 2 დეკემბერს ზოგან მცირე ნალექი და ნისლია მოსლოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი
შესაძლოა -4, -6 გრადუსამდე დაეცეს.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი,
თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -6, -10
გრადუსამდე დაეცემა.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა,
ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით -4, +1 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -8, -13
გრადუსამდე დაეცემა.