ახალი ამბები
„მომავალი ახალგაზრდების ხელშია“ - სამცხე-ჯავახეთში ახალგაზრდებისთვის პროექტი ხორციელდება
ბევრ ახალგაზრდას არ გააჩნია საკმარისი ინფორმაცია საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი ექსპლუატაცია ან უფლებების დარღვევა. ვერ ერთვებიან გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე და რის შემდეგაც ხდებიან გულგრილნი. არ ფლობენ სათანადო ინფორმაციას პოლიტიკურ პროცესებზე, არჩევნებზე და მათი როლის მნიშვნელობაზე. განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის უკეთესი ცხოვრებისა და წინსვლისთვის მნიშვნელოვანია საჭირო კომპეტენციების განვითარება. არ აქვთ წვდომა სრულყოფილ და სანდო ინფორმაციაზე, რაც მათ გავრცელებული მითებისადმი დაუცველს ხდის. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდები წარმოადგენენ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ჯგუფს, ისინი შესაძლოა არ იაზრებდნენ, თუ როგორ გამოიყენება ტექნოლოგია საარჩევნო პროცესის გასაუმჯობესებლად, უფრო ხელმისაწვდომად და გამჭვირვალედ. ასე აფასებს არსებულ გარემოს, პროექტის ხელმძღვანელი სუსანა შაქარჯიანი, რომელიც სამცხე-ჯავახეთში, სწორედ ამ მიზნით, პროექტს „მომავალი ახალგაზრდების ხელშია“ ახორციელებს.


პროექტი „მომავალი ახალგაზრდების ხელშია“ დაიწყო სექტემბერში და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 2024 წლის საარჩევნო საკითხებზე საინფორმაციო კამპანია გამართა. პროექტის მიზანია ზემოთ აღნიშნული საკითხების მოგვარება, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ, ამომრჩეველთა რეგისტრაციის, საარჩევნო უბნების, ხმის მიცემის მეთოდების, ძირითადი თარიღებისა და ტექნოლოგიების შესახებ ამომწურავი, ხელმისაწვდომი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდებით. ასევე, გახადოს არჩევნები უფრო ინკლუზიური და ხელმისაწვდომი ყველა ახალგაზრდა ამომრჩევლისთვის.


„პროექტის განხორციელებით ახალგაზრდებისთვის წარმატებული და სრულფასოვანი განვითარების პირობები შეიქმნა, მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა გააქტიურდა. ეს პროექტი ეხმარება: - ახალგაზრდების უფლებებისა და მათი დაცვის შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას; - სამოქალაქო ჩართულობის უნარების განვითარებას; - პოლიტიკური ჩართულობის, არჩევნებში მონაწილებობის წახალისებას. მათ შორის ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფა - ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და მონაწილეობის უზრუნველყოფა ახალგაზრდისთვის, მათ შორის მათთვის, ვინც ფიზიკურ და სოციალურ ბარიერებს აწყდება. ინფორმაციის მიწოდება ქართულ და სომხურ ენაზე, სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფა. პროექტის ფარგლებში დავესწარით საარჩევნო უბანზე იმიტირებულ კენჭისყრას. ახალგაზრდები პირადად გაეცნენ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას“ - აცხადებს სუსანა შაქარჯიანი.






ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები, რომელსაც უძღვებოდა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე სუსანა შაქარჯიანი. პროექტის მონაწილეებმა ღრმად გაიაზრეს თავიანთი უფლებები და მოვალეობები, ასევე დაცვის მექანიზმები, რაც საშუალებას მისცემს მათ უფრო ეფექტურად დაიცვან პირადი ინტერესები და უფლებები, ჩაერთვნენ სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებში, მიდიან არჩევნებზე და იციან როგორც უნდა დააფიქსირონ არჩევანი, ფოკუსირდნენ მიმდინარე პრობლემების გადაწყვეტაზე და აპირებენ ცვლილებების ინიცირებას თემში/საზოგადოებაში.

გამოცხადდა ესეების კონკურსი საარჩევნო თემატიკაზე, სადაც ორიგინალური ნაშრომების წარდგენით ახალგაზრდების წერითი უნარები და კრიტიკული აზროვნება განვითარდება. ამავდროულად, ხელს უწყობს ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას და მათ წახალისებას უფრო ღრმად დაფიქრდნენ მნიშვნელოვან სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე. სპეციალურად შერჩეული კომისია განიხილავს ესეებს, გამოავლენს გამარჯვებულებს და მათ გადაეცემათ შესაბამისი პრიზები.

პროექტის შემაჯამებელ ეტაპზე გამოცხადდება 5 დღიანი ვიქტორინა სოციალურ მედიაში ელექტრონული არჩევნების პროცესებზე, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებში, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და საარჩევნო პროცესებისადმი ცოდნის გაღრმავება.

„კამპანიის წარმატებულმა განხორციელებამ და გავრცელებამ გამოიწვია სამიზნე აუდიტორიის უფრო დიდი ინტერესი და ჩართულობა, სამოქალაქო ჩართულობისადმი ნდობის გაზრდა, ახალგაზრდებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მმართველობის სისტემისადმი უნდობლობის დონის შემცირება, საარჩევნო პროცესების აღქმის გაუმჯობესება და მათი ხმების მნიშვნელობისადმი ნდობის გაზრდა.

შეიქმნა გამოცდილების გაცვლისა და თანამშრომლობის ქსელი, ახალგაზრდები ინტეგრირდნენ საზოგადოებაში. პროექტის მონაწილეებს საშუალება მიეცათ გაცვალონ გამოცდილება, იდეები და რესურსები, ასევე განუვითარდათ თანამშრომლობის, ეფექტური კომუნიკაციისა და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფთან ურთიერთობის უნარები, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ახალგაზრდა ლიდერების/აქტივისტების განვითარებას, ტოლერანტული და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას.

აღნიშნული შედეგები ხელს შეუწყობს უფრო ინფორმირებული, ჩართული და აქტიური ახალგაზრდული საზოგადოების შექმნას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიან და წარმომადგენლობით არჩევნებს“
- ამბობს სუსანა შაქარჯიანი.


პროექტი „მომავალი ახალგაზრდების ხელშია“ ხორციელდება „ჩემი არჩევანი" კამპანიის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში, USAID-ისა და IFES-ის ფინანსური მხარდაჭერით.



(R)


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
21 ნოემბრიდან საქართველოს
დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი
ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად
ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ,
სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით
არის განპირობებული.
13:55 / 22.11.2024
21 ნოემბრიდან საქართველოს დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.
ზამთრის პერიოდში, პირველი
დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო
საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
12:54 / 22.11.2024
ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ ბორჯომში შეხვედრა
გაიმართა.
11:43 / 22.11.2024
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ ბორჯომში შეხვედრა გაიმართა.
მე-11 მოწვევის პარლამენტი 25
ნოემბერს შეიკრიბება. ერთ-ერთი პირველი საკითხი მთავრობისთვის ნდობის
გამოცხადება იქნება.
10:06 / 22.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება. ერთ-ერთი პირველი საკითხი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება იქნება.
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.