მე-11 მოწვევის პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება
მე-11 მოწვევის პარლამენტი 25
ნოემბერს შეიკრიბება. ერთ-ერთი პირველი საკითხი მთავრობისთვის ნდობის
გამოცხადება იქნება.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველ სხდომაზე პრეზიდენტის
არყოფნის შემთხვევაში, სხდომას პარლამენტის უხუცესი წევრი გახსნის.
ასეთი “ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლადო კახაძეა, რომელიც
სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება.
სხდომას ცენტრალური კომისიის თავმჯდომარე მოხსენებით გახსნის და
დეპუტატებს საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს გააცნობს.
სამანდატო კომისიის მიერ პარლამენტის კანდიდატობის წევრებთან
დაკავშირებით შესული დოკუმენტაციების განხილვის შემდეგ კენჭისყრით
პარლამენტის უფლებამოსილება დამტკიცდება.
ცესკოს ოფიციალური შედეგების თანახმად, XI მოწვევის პარლამენტში ხუთი
პოლიტიკური სუბიექტი შევიდა. სახელისუფლო უმრავლესობა პარტია
“ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა, რომელიც 89 დეპუტატით იქნება
წარმოდგენილი. 19 მანდატი აქვს “კოალიციას ცვლილებებისთვის“, 16
მანდატი - “ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“. პარლამენტში 14 წევრის
შეყვანა შესძლო “ძლიერმა საქართველომ“, ხოლო პარტიას “გახარია
საქართველოსთვის“ 12 მანდატი მიენიჭა.
“ქართული ოცნების“ გარდა, არც ერთი ბარიერგადალახული პარტია ცესკოს
მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლას არ
აპირებს.