აშშ აცხადებს, რომ "საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის" დამატებით 60-ზე მეტ ოჯახს სავიზო აკრძალვებს დაუწესებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის
განცხადებით, გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ
ქართველსა
და მათ ოჯახის წევრებს,
"რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილეები არიან
საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში".
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, დასანქცირებულ პირებს შორის
მოხვდებიან ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლები,
"რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება ქართველი
ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით".
ასევე, დეპარტამენტი განმარტავს, რომ მათ შორის არიან
კორუფციაში ჩართული ბიზნესმენები, დეზინფორმაციის გავრცელებისა და
ძალადობრივი ექსტრემიზმის ხელშემწყობი პირები, სამართალდამცავები,
რომლებიც მონაწილეობდნენ მომიტინგეების ცემაში, პარლამენტის წევრები,
რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის
გატანასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში.
"ჩვენ კვლავ შეშფოთებულები ვართ საქართველოში ადამიანის უფლებების
დარღვევითა და ანტიდემოკრატიული ქმედებებით. ვაგრძელებთ დამატებითი,
საპასუხო ქმედებების განხილვას. შეერთებული შტატები ცალსახად უჭერს
მხარს ქართველების უფლებებს, შეიკრიბონ, ისაუბრონ და მშვიდობიანი
პროტესტიგამოხატონ ძალადობის, დაშინების ან ჩახშობის შიშის გარეშე", -
ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
გარდა ამისა, აშშ-მა დღეს, 16 სექტემბერს სანქციები დაუწესა
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ზვიად
ხარაზიშვილს, მის ერთ-ერთ მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს. ასევე,
ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „კონსერვატიული
მოძრაობის“, იგივე „ალტ-ინფოს“ ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და
ზურაბ მახარაძეს.
სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ოთხივე პირზე დაწესებული
სანქციები გლობალური მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა
ანგარიშვალდებულების აქტს ეფუძნება და მიზნად ისახავს ადამიანის
უფლებების სერიოზული დარღვევისა და კორუფციას მთელ მსოფლიოში.