ახალი ამბები
საბერძნეთის აეროპორტში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც პოლიციელს ფეხზე უკბინა
თესალონიკის სასამართლომ 29 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აეროპორტში "მაკედონია", პოლიციელებს თავს დაესხა და ერთ-ერთ მათგანს ფეხზე უკბინა. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.

ბრალდებული დამნაშავედ ცნეს სხეულის დაზიანებაში, სერიულ შეურაცხყოფაში, წინააღმდეგობის გაწევასა და დაუმორჩილებლობაში. გარდა ამისა, აღიძრა ადმინისტრაციული წარმოება მისი ქვეყნიდან დეპორტაციის ფაქტზე, რადგან ის არალეგალურად ცხოვრობდა საბერძნეთში.

ბერძნული მედიის ცნობით, შემთხვევა გასულ სამშაბათს ღამით მოხდა, როდესაც 30 წლის ბრალდებული თავის ქვეყანაში გასამგზავრებლად "მაკედონიის" აეროპორტში მივიდა და გაირკვა, რომ ის საბერძნეთში არალეგალურად იმყოფებოდა. პოლიციის მიერ შემოწმების შემდეგ მისი დაკავება გადაწყდა, რაზეც ბრალდებულმა მძაფრი და აგრესიული რეაგირება მოახდინა და ერთ-ერთ პოლიციელს მისი გაკავების დროს ფეხზე უკბინა.

ბრალდებული თავის განცხადებაში ამტკიცებდა, რომ პოლიციასთან არანაირი პრობლემა არ ჰქონდა და მისი რეაგირება გამოწვეული იყო იმით, რომ ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ ექვსი თვე იმყოფებოდა საბერძნეთში და როცა აეროპორტის კონტროლი გაიარა, აცნობეს, რომ ვიზასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა.

ათ წამიყვანეს ოთახში, სადაც პოლიციელმა მითხრა რომ გამეხადა ფეხსაცმელი, შარვალი და საცვლები. მე ვუთხარი, რომ მრცხვენია და არ მსურს საცვლების გახდა, რადგან ოთახში 4 ადამიანი იყო. მე არ მესმოდა რა ხდებოდა და არც ენა არ ვიცოდი, - განაცხადა მან.

აღნიშნულია, რომ 30 წლის მამაკაცი საბერძნეთში პირველად არ იმყოფება, რადგან როგორც მან აღნიშნა, რომ მისი პარტნიორი ამ ქვეყანაში ცხოვრობს.

წყარო: მთავარი არხი
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს
Freebusiness.ge პლატფორმაზე
1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
10:26 / 22.12.2024
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს Freebusiness.ge პლატფორმაზე 1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის
თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
10:20 / 20.12.2024
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული
ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
17:10 / 19.12.2024
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ
მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
16:04 / 19.12.2024
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის
ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-15 პაკეტი მიიღო,
- ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
15:44 / 16.12.2024
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-15 პაკეტი მიიღო, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.