ახალი ამბები
საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა - IDFI
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების შესახებ კვლევას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ რუსული ბიზნესების რაოდენობა 2024 წლის ზაფხულის მონაცემებით ისტორიულ მაქსიმუმზეა. ოფიციალური სტატისტიკით, 2024 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაშია 37,400-მდე კომპანია, ეს კი საქართველოში არსებული აქტიური სტატუსის მქონე კომპანიების 8%-ზე მეტია.

IDFI-ს კვლევის მიხედვით:

რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების დიდი ნაწილი, 30,000-ზე მეტი ბიზნეს სუბიექტი 2022 წლის შემდგომ არის დარეგისტრირებული.

500-მდე შემთხვევაში კომპანიის მფლობელი საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეა;

2 041 კომპანიის თანადამფუძნებელი საქართველოს მოქალაქეა.

რეგისტრირებული აქტიური სტატუსის კომპანიების 89% მცირე ზომისაა, საშუალო და მსხვილი კომპანიების რაოდენობა ჯამში მხოლოდ 0.5%-ია, ხოლო 10.6%-ის შემთხვევაში ეკონომიკური ზომა ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომპანიების 93% ინდივიდუალური მეწარმეების მიერ არის დაფუძნებული.

რუსული კომპანიების ნაწილი აქტიურად იღებს მონაწილეობას სახელმწიფო ტენდერებშიც, კერძოდ, გზების და ავტობანების მშენებლობის მიმართულებით.
მაგალითად, შპს “ზუგდიდის საგზაო სამმართველოს”, რომლის 51%-ს რუსეთის მოქალაქე ალექსანდრ ივანოვი ფლობს, 56 მოგებულ ტენდერში ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20,725,249 მლნ აქვს მიღებული.

რუსული კავშირის მქონე კომპანიები მონაწილეობას იღებენ სახელმწიფო პრივატიზების პროცესშიც. მაგალითად, 2024 წელს გამართულ ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ აუქციონში კომპანია “ტიბინი ჯგუფმა” გაიმარჯვა და 6,5 მლნ ლარად აიღო თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე მდებარე 3 299 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. კომპანიის 50%-ს რუსეთის მოქალაქე იაჰია აუდახი ფლობს, 50%-ს კი საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ზურაბ ახალაია.

IDFI-ის კვლევა საქსტატის ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა, თუმცა ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ზუსტი სურათის დახატვა, რა რაოდენობის რუსული კაპიტალი ბრუნავს ქართულ ეკონომიკაში, რთული სათქმელია იმის გათვალისწინებით, რომ რუსული ბიზნესი ხშირად იყენებს შუამავალ კომპანიებს, ფიქტიურ მისამართებს და სხვა ხრიკებს.
"ბოლო წლებში რუსეთთან გაზრდილი საგარეო ვაჭრობა და რუსული კომპანიების შემოდინება განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების ზრდას, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რისკის მატარებელია" - წერს კვლევაში არასამთავრობო ორგანიზაცია და ხაზს უსვამს, რომ რუსეთი ეკონომიკურ კავშირებს პოლიტიკურ იარაღად იყენებს.


წყარო: რადიო თავისუფლება

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
სტუდენტების ნაწილის განცხადებით,
მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
15:55 / 21.11.2024
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი
მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა
24%-ით გაიზარდა,“
15:10 / 18.11.2024
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა,“
ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და
იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ,
12:04 / 18.11.2024
ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ,
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე
ღამენათევ დემონსტრანტებს 18 ნოემბრის დილით, 9 საათზე,
10:17 / 18.11.2024
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ღამენათევ დემონსტრანტებს 18 ნოემბრის დილით, 9 საათზე,
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.