ახალი ამბები
საქართველოდან რუსეთში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 32%-ით გაიზარდა
2024 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს რეზიდენტების (რომელიმე ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მუდმივად უცხო ქვეყანაში ცხოვრობს) მიერ განხორციელებული გასვლითი ვიზიტების რაოდენობამ 562 ათასი შეადგინა, რაც 3%-ით მეტია 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ pmcg-ს მიერ გამოქვეყნებულ ტურისტული სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, 2024 წელს მე-2 კვარტალში საქართველოს რეზიდენტების 39%-მა დანიშნულების ადგილად აირჩია თურქეთი, რომელსაც მოსდევდა რუსეთი (18%), ევროკავშირი (16%) და სომხეთი (12%).

„აღსანიშნავია, რომ რუსეთში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა (32%), ხოლო თურქეთში, სომხეთსა და ევროკავშირში განხორციელებული ვიზიტები ოდნავ შემცირდა 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.


გამსვლელი ვიზიტორების დანახარჯებმა 2024 წლის მე-2 კვარტალში 594 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 16%-ით მეტია 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. დანახარჯების განაწილება წინა პერიოდების მსგავსია, კერძოდ, დანახარჯების უდიდესი ნაწილი კვლავ საყიდლებს (38%), კვებასა (26%) და ტრანსპორტირებას (15%) უკავია.

2024 წელის მე-2 კვარტალში საქართველოს მოქალაქეების გასვლითი ვიზიტების უმთავრესი მიზანი იყო მეგობრების ან ნათესავების მონახულება (მთლიანი ვიზიტების 34%), რასაც მოსდევდა საყიდლები (33%). 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა იმ ვიზიტორთა წილი, რომელთა მთავარ მიზანსაც პროფესიული ვიზიტები წარმოადგენდა, მათი წილი კი, ვისთვისაც მოგზაურობის მთავარი მიზანი რეკრეაცია იყო გაიზარდა,“ - აღნიშნულია მიმოხილვაში.



წყარო: ბიზნესპრესნიუსი
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს
Freebusiness.ge პლატფორმაზე
1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
10:26 / 22.12.2024
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს Freebusiness.ge პლატფორმაზე 1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის
თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
10:20 / 20.12.2024
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული
ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
17:10 / 19.12.2024
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ
მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
16:04 / 19.12.2024
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის
ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-15 პაკეტი მიიღო,
- ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
15:44 / 16.12.2024
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-15 პაკეტი მიიღო, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.