დაგროვებითი პენსიით 12 516-მა პირმა ისარგებლა
31 აგვისტოს მდგომარეობით, 45.9 მლნ
ლარი უკვე გაიცა - დაგროვებითი პენსიით სულ 12 516-მა პირმა
ისარგებლა. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო
ავრცელებს.
მათივე ცნობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა
მილიონ 548 ათასი ადამიანია.
„2024 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით
ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 12 516-მა პირმა, მათზე პენსიის
სახით გაიცა 45.9 მლნ ლარი.
საპენსიო აქტივების ღირებულება კი შეადგენს 5.5 მლრდ ლარს, მათ შორის
საინვესტიციო ამონაგებმა 1.23 მლრდ ლარს გადააჭარბა,“-
ნათქვამია ინფორმაციაში.