ბათუმი-ხულოს ავტობუსი ავარიაში მოჰყვა - დაიღუპა ერთი ადამიანი
ბათუმი ხულოს ავტობუსი ავარიაში
მოჰყვა. ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.
შემთხვევა ქედაში მოხდა. არსებული
ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან
დაშავებულებიც. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მომხდარზე გამოძიებს სსკ 276-ე
მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ფოტო: TV 25