ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს - ვიდეო
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული 1958 წელს დაბადებული მ.ჩ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 96 ვაზნა ნივთმკიცებადაა ამოიღებული.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 9 პირი.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1991 წელს დაბადებული ზ.ქ. და 1999 წელს დაბადებული ნ.ე. დააკავეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 2 ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 7 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული თ.ც. - ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი , 27 ვაზნა მჭიდი და თ.ც. ბრალდებულის სახით დააკავეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ო.ო. დააკავეს. სამართალდამცველებმა ო.ო.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი პისტოლეტი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ამავე დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1989 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ბ.ო. დააკავეს. პოლიციამ ბ.ო.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 57 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ჯ. - ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 3 ვაზნა.

გურიის პოლიციის დეპარტამენტის ჩოხატაურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, 1975 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს. სამართალდამცველებმა რ.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 13 ვაზნა ამოიღეს.

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ზესტაფონის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1964 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი და გადაჭრილი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოღებულია.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ბათუმი ხულოს ავტობუსი ავარიაში
მოჰყვა. ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.
11:24 / 25.07.2024
ბათუმი ხულოს ავტობუსი ავარიაში მოჰყვა. ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.
კავკასიის ბარომეტრი CRRC-ის მიერ
სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულებების
15:49 / 24.07.2024
კავკასიის ბარომეტრი CRRC-ის მიერ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულებების
„კვლევითი ცენტრის“ ექსპედიციის
წევრებმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანაში, სომხური თემის
XIX საუკუნის ეკლესიაში, აღმოაჩინეს
10:07 / 24.07.2024
„კვლევითი ცენტრის“ ექსპედიციის წევრებმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანაში, სომხური თემის XIX საუკუნის ეკლესიაში, აღმოაჩინეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ
მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის ფაქტზე
13:10 / 21.07.2024
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის ფაქტზე
„საქართველოს რკინიგზა
09:11 / 21.07.2024
„საქართველოს რკინიგზა" 1 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით და 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.