ბორჯომში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი
ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი
სავარაუდოდ კედელს შეეჯახა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება
სსკ 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.