ახალი ამბები
საგანგებო და კრიზისული სიტუაციების გაშუქების საკითხებზე ბორჯომში მედიასემინარი დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) ორგანიზებით საგანგებო და კრიზისული სიტუაციების გაშუქების საკითხებზე მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის ბორჯომში სემინარი ტარდება.


მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, ქეთევან კოვზიაშვილმა, ასევე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროგრამის მენეჯერმა, ქეთევან ხუციშვილმა და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) პროექტის მენეჯერმა, ელენე ალადაშვილმა.
მედიასემინარს სხვადასხვა ტელეკომპანიის, საინფორმაციო სააგენტოებისა და რეგიონული მედიის ჟურნალისტები ესწრებიან. სწავლებას საერთაშორისო ექსპერტები უძღვებიან და განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კრიზისული კომუნიკაციის საფუძვლები და მედიის როლი, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საერთაშორისო პრაქტიკის სტანდარტები და პროტოკოლები, ეთიკა და კრიზისული კომუნიკაცია, პროფესიული ქცევის წესები და სხვა.


აღნიშნული სემინარი გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - „ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ - ფარგლებში ხორციელდება.


აღნიშნული პროექტი „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)“ - ინიციატივის ნაწილია და 2020 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სექტორში ჩართული სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობა.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს განათლების სამინისტროს
ინფორმაციით, სკოლებში უფასო კვების პროგრამის დანერგვისთვის
ანალიტიკური სამუშაოები გრძელდება და შედეგების ანგარიში, ისევე
როგორც სამომავლო რეკომენდაციები, წლის ბოლოს გახდება ცნობილი - ამის
შესახებ უწყებამ BM.GE-ს ოფიციალური კითხვის
საპასუხოდ მისწერა.
10:42 / 25.07.2024
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში უფასო კვების პროგრამის დანერგვისთვის ანალიტიკური სამუშაოები გრძელდება და შედეგების ანგარიში, ისევე როგორც სამომავლო რეკომენდაციები, წლის ბოლოს გახდება ცნობილი - ამის შესახებ უწყებამ BM.GE-ს ოფიციალური კითხვის საპასუხოდ მისწერა.
კავკასიის ბარომეტრი CRRC-ის მიერ
სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულებების
15:49 / 24.07.2024
კავკასიის ბარომეტრი CRRC-ის მიერ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულებების
„კვლევითი ცენტრის“ ექსპედიციის
წევრებმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანაში, სომხური თემის
XIX საუკუნის ეკლესიაში, აღმოაჩინეს
10:07 / 24.07.2024
„კვლევითი ცენტრის“ ექსპედიციის წევრებმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანაში, სომხური თემის XIX საუკუნის ეკლესიაში, აღმოაჩინეს
აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორება
სხვადასხვა საგნებში საგამოცდო პროცესის დასრულებისთანავე
იწყება.
15:39 / 22.07.2024
აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორება სხვადასხვა საგნებში საგამოცდო პროცესის დასრულებისთანავე იწყება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ
მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის ფაქტზე
13:10 / 21.07.2024
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის ფაქტზე
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.