ახალი ამბები
„უფრო მეგობარი ვარ ვიდრე მამა“ - მახო კურტანიძე ბორჯომიდან
4 წლის მარიამს და 3 წლის მართას
უყვართ ცეკვა, სიმღერა, კერძების მომზადება, სკვერში და მაღაზიებში
სიარული. ძირითადად მათ სურვილებზე დადის მათი მამა - მახო
კურტანიძე.
მახო და მისი მეუღლე (ნინო გრიგალაშვილი) ბორჯომში ცხოვრობენ. ორივე
ანსამბლის მომღერალია. მიუხედავად, სამუშაო გრაფიკისა, შვილებთან
ერთად საკმაოდ ბევრ დროს ატარებენ, რადგან თითქმის ყველგან ერთად
არიან.
„ჩემი გოგონები არიან თბილები, მოსიყვარულეები და ამავდროულად
ცელქები. არიან ერთმანეთზე და საყვარელ ადამიანებზე მზრუნველები.
ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ ჩემს მიმართ. განსაკუთრებულია მამისა და
შვილის (გოგოს) ურთიერთობა. უფრო მეგობარი ვარ, ვიდრე მამა. რომ
ვეკითხები, მათთვის როგორი მამა ვარ, მპასუხობენ: „გვკოცნის,
გვეფერება და დავყავართ სასრიალოზე“. მინდა რომ იყვნენ ყველასთვის
საყვარელი ადამიანები და რისი ნიჭიც ექნებათ და რისი კეთებაც
ეყვარებათ იმ საქმეში იყვნენ წარმატებულები” - გვეუბნება
მახო კურტანიძე.
როცა ახლადდაბადებულები იყვნენ, ფიქრობდა რომ მათ ხელში აყვანასაც ვერ
შეძლებდა. ერთი რამ დაზუსტებით იცოდა, შვილებისთვის კარგ მამობა და
მეგობრობა უნდა გაეწია. სხვა მშობლებსაც ურჩევს, შვილებს მეტი დრო
დაუთმონ და მეტი მხარდაჭერა გაუწიონ.
„ვფიქრობდი, მათი დაბადაბიდან მინიმუმ 6 თვე ვერ ავიყვანდი
ხელში. იმასაც ვფიქრობდი რომ უმაგრესი მეგობარი ვიქნებოდი ჩემი
შვილების და ასეც არის. მშობლებს ვურჩევდი, რომ მეტი დრო გაატარონ
თავიანთ შვილებთან, რადგან მამა არის შვილისთვის იმედი და ნუგეში.
ყოველთვის უნდა გრძნობდეს შვილი რომ ჰყავს ადამიანი, ვისაც ბოლომდე
ენდობა და დაეყრდნობა“ - გვპასუხობს მახო
კურტანიძე.
გააზიარეთ :