ახალი ამბები
„ლიკანი“ - განახლებული შეფუთვა და არომატები
შუშხუნა მინერალური წყალი „ლიკანი“ არომატით, საზოგადოებას განახლებულ შეფუთვას და არომატებს სთავაზობს. ალუბალი და ბროწეული და ციტრუსი და ჯანჯაფილი - სწორედ ამ არომატების და „ლიკანის“ მინერალების მიქსით განახლდა ბრენდის პორტფელი.

დაიმუხტე „ლიკანის“ ახალი არომატებით - ეს ბრენდის საკომუნიკაციო გზავნილია. „ლიკანი“ ხილის ბუნებრივი არომატით, 0 კალორიით და რაც მთავარია, შაქრის და სხვა დამატკბობლების გარეშე, ჯანსაღი და გემრიელი არჩევანია წყურვილის დასაკმაყოფილებლად.

„ლიკანი“ არომატით ბაზარზე ოთხი წლის წინ გამოჩნდა და „ლიკანის“ მსგავსად, სწრაფად მოიპოვა წარმატება. ბრენდმა კი ერთგულ მომხმარებლებს სიახლე შესთავაზა და მათი თხოვნის გათვალისწინებით, პორტფელი განაახლა. „ლიკანი“ ციტრუსის და ჯანჯაფილის არომატით, სრულიად განსხვავებული პროდუქტია. არსებული სამი არომატიდან კი - ალუბალი და ბროწეული შენარჩუნდა, რომელიც საზოგადოებამ ყველაზე მეტად შეიყვარა. უცვლელი რჩება მისი უპირატესობა - 0 შაქარი და 0 კალორია, რაც შუშხუნა „ლიკანის“ არომატებს, სხვა გაზიანი სასმელებისგან გამოარჩევს.



ირინა კეიდია, კომპანია „IDS ბორჯომის” საქართველოს მარკეტინგის დირექტორი

„„ლიკანი“ როგორც სიახლეების მოყვარული ბრენდი, განაგრძობს განვითარებას. ჩვენ მუდმივად ვითვალისწინებთ და ყურადღებას ვაქცევთ მომხმარებლის სურვილს და ქცევას. სწორედ მათი გემოვნების გაანალიზებით, მივხვდით, რომ სიახლის დრო დადგა. განვაახლეთ პროდუქტის შეფუთვა და პორტფელში დავამატეთ სრულიად ახალი არომატები, რომლებზეც „ლიკანის“ გუნდმა იმუშავა. იმედი მაქვს, მომხმარებელი სწრაფად შეამჩნევს განახლებულ ქილებს, დაიმახსოვრებს და შეიყვარებს „ლიკანის“ ახალ არომატებს.“

ახალი დიზაინი აგრძელებს „ლიკანის“ ძირთადი პროდუქტის შეფუთვის ხაზს. არომატების მიხედვით, ქილებზე გამოყენებულია ხილის ილუსტრაციები ყვითელი და წითელი დეტალებით, რაც მომხმარებლისთვის პროდუქტს უფრო მეტად აღსაქმელს ხდის. „ლიკანი“ ხილის არომატით მხოლოდ ქილაში იწარმოება, განახლებულ შეფუთვაზე კომპანიის გრაფიკულმა დიზაინერმა იმუშავა.



ანი ჭოღოშვილი, კომპანია „IDS ბორჯომის“ უფროსი დიზაინერი

„ახალი შეფუთვით „ლიკანი“ არომატებით, კიდევ უფრო დავაახლოვეთ ძირითად პროდუქტს. ქილებზე გამოკვეთეთ ხილი და „ლიკანის“ ეტიკეტის უცვლელი ელემენტები - მინერალები და ტალღები. ახალი დიზაინის ძირითადი ფერი „ლიკანის“ ქილის მსგავსად მწვანეა, რომელიც არომატების მიხედვით დამატებული წითელი და ყვითელი ფერებით, ბრენდის და ახალი პროდუქტის ხასიათს გამოხატავს.“

„ლიკანი“ ხილის არომატით, საქართველოს ბაზარზე, პირველად სამი სხვადასხვა არომატით გამოჩნდა. ვაშლი და ტარხუნა, ატამი და ფორთოხლის ყვავილი, ალუბალი და ბროწეული მომხმარებელმა სწრაფად შეიყვარა. ოთხი წლის შემდეგ, ბრენდმა პორტფელი განაახლა და ბაზარზე პოზიციონირებას ორი არომატით - ალუბალი და ბროწეული და ციტრუსი და ჯანჯაფილით განაგრძობს. შუშხუნა „ლიკანი“ ხილის არომატით კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ, ბორჯომის N2 ჩამომსხმელ ქარხანაში იწარმოება.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
21 ნოემბრიდან საქართველოს
დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი
ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად
ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ,
სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით
არის განპირობებული.
13:55 / 22.11.2024
21 ნოემბრიდან საქართველოს დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.
ზამთრის პერიოდში, პირველი
დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო
საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
12:54 / 22.11.2024
ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ ბორჯომში შეხვედრა
გაიმართა.
11:43 / 22.11.2024
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ ბორჯომში შეხვედრა გაიმართა.
მე-11 მოწვევის პარლამენტი 25
ნოემბერს შეიკრიბება. ერთ-ერთი პირველი საკითხი მთავრობისთვის ნდობის
გამოცხადება იქნება.
10:06 / 22.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება. ერთ-ერთი პირველი საკითხი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება იქნება.
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.