საქართველოს პრეზიდენტი დღეს ახალგაზრდებს შეხვდება
დღეს, 11 ივნისს, 19:00 საათზე,
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდებს შეხვდება.
პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტი ახალგაზრდების კითხვებს
უპასუხებს.
კონტექსტი: 3 ივნისს, მას შემდეგ, რაც 17-მა
ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ და 5-მა დამოუკიდებელმა დეპუტატმა
ხელი მოაწერა "ქართულ ქარტიას", სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ
ახალგაზრდებს შეხვდებოდა და არჩევნებთან დაკავშირებით მათ შეკითხვებს
უპასუხებდა.
"იმ 4-5 თვეში, რაც არჩევნებამდე გვაშორებს, ახალგაზრდებზე
ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იქნება, რომ ყველაფერში ჩართულები
იყვნენ. საჭიროა, რომ უფრო კარგად ავუხსნა ის, რაშიც არ იყვნენ აქამდე
ჩართული. ისინი სულ სხვა რამით იყვნენ დაკავებულები და მათი როლი
იმაში, რომ პროტესტი საზღვარგარეთ გასულიყო, უმნიშვნელოვანესი და
ბოლომდე დაუფასებელი იყო", — განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, დიასპორის წარმომადგენლები და ახალგაზრდები ერთად,
ჯამში, მილიონ ნახევარი ხმაა:
"ჩვენი მოვალეობაა, არაფერი გავაკეთოთ ისეთი, რომ ამ
ადამიანებს დავუკარგოთ ნდობა და იმედი, რომ ჩაიქნიონ ხელი. ეს არის
ჩვენი პასუხისმგებლობა და სხვა არაფერი, თორემ ისინი თვითონ მოიტანენ
იმ გამარჯვებას, რასაც ევროპაში დაბრუნება ჰქვია".