ახალი ამბები
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ინიციატივას კოვიდპანდემიის დროს დაჯარიმებულთა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაზე
პარლამენტი დაჩქარებული წესით მთავრობის ინიციატივას განიხილავს, რომელიც ადმინისტრაციული სახდელისგან და ასევე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან იმ პირთა გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომლებიც კოვიდპანდემიის დროს დადგენილი წესების დარღვევის გამო დასანქცირდნენ.

ამ მიმართულებით ცვლილებები “ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და “ამნისტიის შესახებ“ უკვე მიღებულ კანონებში შედის და ის პასუხისმგებლობისგან იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ათავისუფლებს, რომელთაც სამართალდარღვევა 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის პერიოდში ჩაიდინეს.

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან იზოლაციისა და კარანტინის წესის, ასევე პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული პირები თავისუფლდებიან. მთავრობის ინფორმაციით, ადმინისტრაციული სახდელისგან 1 893 პირი გათავისუფლდება. აქედან 1855 - ფიზიკური პირი და 38 იურიდიული პირია. თანხის ჯამური ოდენობა - 5 596 047 ლარია (ფიზიკური პირების მიმართ - 5 346 047 ლარი, იურიდიული პირების მიმართ - 250 000 ლარი).

რაც შეეხება “ამნისტიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებმაც “სისხლის სამართლის კოდექსის“ 248/1 მუხლით გათვალისწინებული ქმედება 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე პერიოდში ჩაიდინეს. როგორც მთავრობა განმარტავს, “სისხლის სამართლის კოდექსის“ 248/1 მუხლით 2021 წლის 23 ივნისიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში განაჩენი გამოტანილია 10 ფიზიკური პირის მიმართ. აღნიშნული 10 მსჯავრდებულიდან 8 პირს პირობითი მსჯავრი შეეფარდა, რომლის ფარგლებშიც 6 მსჯავრდებულს დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

არსებული მონაცემებით, ჯარიმა გადახდილი აქვს ერთ მსჯავრდებულს. შესაბამისად, სხვა მსჯავრდებული პირები ჯარიმის თანხას აღარ გადაიხდიან.

“ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და “ამნისტიის შესახებ“ კანონებში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს 10 ივნისის სხდომაზე წარედგინება.


წყარო: ინტერპრესნიუსი
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის
დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ
დაკავებული 1958 წელს დაბადებული მ.ჩ.-ს საცხოვრებელი სახლის
ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 96 ვაზნა ნივთმკიცებადაა
ამოიღებული.
12:06 / 19.07.2024
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული 1958 წელს დაბადებული მ.ჩ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 96 ვაზნა ნივთმკიცებადაა ამოიღებული.
„ამნისტიის შესახებ“ ფრაქცია
„ქართულმა ოცნების“ კანონპროექტს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა
პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
10:44 / 19.07.2024
„ამნისტიის შესახებ“ ფრაქცია „ქართულმა ოცნების“ კანონპროექტს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
ზოგადი განათლების საფეხურებში
ცვლილება განხორციელდა - სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის
ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეები სავალდებულო
განათლებას 10 კლასის ჩათვლით მიიღებენ.
14:24 / 18.07.2024
ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება განხორციელდა - სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეები სავალდებულო განათლებას 10 კლასის ჩათვლით მიიღებენ.
ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს
ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს
12:35 / 18.07.2024
ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს ბლოგების/ვლოგების/ფოტო ამბების და პოსტერების კონკურსს "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან".
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის
თანამშრომლებმა დაბა წაღვერში, სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო
მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
13:22 / 17.07.2024
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა დაბა წაღვერში, სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.