ახალი ამბები
რუსული კანონის წინააღმდეგ სამოქალაქო ორგანიზაციები სამართლებრივ ბრძოლას იწყებენ
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები აგრძელებენ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ. მზადდება სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად, რომელსაც შეუძლია შეუერთდეს ყველა ის სამოქალაქო თუ მედია ორგანიზაცია, რომელზეც კანონი ვრცელდება.


"ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ. ამ მიზნით ვაპირებთ ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებას მისი მოქმედების შესაფერხებლად კანონის უპირობო გაუქმებამდე.

ამისათვის, პირველ ეტაპზე ვამზადებთ სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად. ყველა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციას, რომელზეც ვრცელდება აღნიშნული კანონი, აქვს შესაძლებლობა ამ ბრძოლის მონაწილე გახდეს და შემოგვიერთდეს.

თუ გსურთ იყოთ მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოსა ან/და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა უნდა შეავსოთ შემდეგი ბმული. ინფორმაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა 15 ივნისი"
- აღნიშნულია საიას განცხადებაში. 


განაცხადის ფორმა რუსული კანონის გასაჩივრების მსურველი ორგანიზაციებისთვის: https://shorturl.at/01EJk





Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
21 ნოემბრიდან საქართველოს
დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი
ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად
ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ,
სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით
არის განპირობებული.
13:55 / 22.11.2024
21 ნოემბრიდან საქართველოს დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.
ზამთრის პერიოდში, პირველი
დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო
საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
12:54 / 22.11.2024
ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ ბორჯომში შეხვედრა
გაიმართა.
11:43 / 22.11.2024
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ ბორჯომში შეხვედრა გაიმართა.
მე-11 მოწვევის პარლამენტი 25
ნოემბერს შეიკრიბება. ერთ-ერთი პირველი საკითხი მთავრობისთვის ნდობის
გამოცხადება იქნება.
10:06 / 22.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება. ერთ-ერთი პირველი საკითხი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება იქნება.
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.