ახალი ამბები
რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების კვირეული რეგიონებში გაიმართება
საქართველოს რეგიონებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების კვირეულია დაგეგმილი.

დღეს, 7 მაისს, 18:00 საათზე მოქალაქეები თელავში, ერეკლე მეორის ძეგლთან შეიკრიბებიან და რუსულ კანონს გააპროტესტებენ.

8 მაისს აქციები დაგეგმილია ზუგდიდში, გორში, ქუთაისსა და ბორჯომში.

მოქალაქეები გორში, გორის ციხის გმირთა მემორიალთან 19:00 საათზე შეიკრიბებიან. 

ბორჯომში კი, წმინდა ნინოს ქუჩის 3 ნომერში, ყოფილ გამგეობასთან 17:00 საათზე გააპროტესტებენ რუსულ კანონს.

რაც შეეხება ზუგდიდს, აქ აქცია 18:00 საათზე სკეიტ პარკში გაიმართება.

10 მაისს კი რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ბათუმში შეიკრიბებიან. აქციის დროისა და ლოკაციის დაზუსტების შემდეგ სტატია განახლდება.

პარალელურად, აქციები გაგრძელდება თბილისშიც. 11 მაისს კი, ევროპის დღეს, დედაქალაქში მასშტაბური მსვლელობა გაიმართება რუსული კანონის წინააღმდეგ.


ცნობისთვის, 1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ორშაბათს, 13 მაისს, გაიტანენ. იმავე კვირაში იგეგმება კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებაც.

დაახლოებით 20 დღეზე მეტია თბილისში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ყოველდღიურად მიმდინარეობს. დედაქალაქის მაცხოვრებლების და რეგიონებიდან წასული მოქალაქეების საერთო გზავნილია: "კი ევროპას, არა რუსულ კანონს!"
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
21 ნოემბრიდან საქართველოს
დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი
ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად
ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ,
სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით
არის განპირობებული.
13:55 / 22.11.2024
21 ნოემბრიდან საქართველოს დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.
ზამთრის პერიოდში, პირველი
დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო
საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
12:54 / 22.11.2024
ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ ბორჯომში შეხვედრა
გაიმართა.
11:43 / 22.11.2024
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ ბორჯომში შეხვედრა გაიმართა.
მე-11 მოწვევის პარლამენტი 25
ნოემბერს შეიკრიბება. ერთ-ერთი პირველი საკითხი მთავრობისთვის ნდობის
გამოცხადება იქნება.
10:06 / 22.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება. ერთ-ერთი პირველი საკითხი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება იქნება.
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.