ახალი ამბები
„დაიტოვე“ - ჯგუფი რეგიონებიდან თბილისში აქციაზე წასვლის მსურველებს ეხმარება - გახსნილია ანგარიშის ნომრებიც
გუშინ, 30 აპრილს შეიქმნა Facebook ჯგუფი "დაიტოვე", მათთვის ვისაც აქციაზე უნდა ყოფნა, თუმცა ცხოვრობენ რეგიონებში და ვერ ახერხებენ იმავე დღეს, გვიან, შინ დაბრუნებას და ვინც ცხოვრობს თბილისში და აქვს შესაძლებლობა თანამოაზრეები დაიტოვონ შინ, აქციის დასრულების შემდეგ.
ჯგუფი ახალგაზრდების მიერ შეიქმნა და ის აკავშირებს ადამიანებს ერთმანეთთან. ჯგუფს ამ დრომდე უკვე 71 000-ზე მეტი წევრი ჰყავს.

მოქალაქეები წერენ იმ დახმარების შესახებ, რომლის შეთავაზებაც შეუძლიათ რეგიონის მაცხოვრებლებისთვის. მათთვის, ვისაც თბილისში „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად წასვლა სურს, თუმცა არ აქვს ღამის გასათევი ადგილი, არ აქვს ტრანსორტირების, კვების ან სხვა რაიმე საჭიროების ხარჯი. მოქალაქეები საკუთარი თანხებით/რესურსებით სთავაზობენ ასეთ ადამიანებს ამ ხარჯების ანაზღაურებას.


„პაპაჩემმა დამირეკა და მითხრა რომ ნებისმიერ კუთხეში ჩავა და თავისი მანქანით წამოიყვანს ხალხს ჩემს სახელზე იმიტომ, რომ საქართველოში არ ვარ. მომწერეთ პირადში. არ მოგაწყენთ პაპაჩემი გზაში“
„6 თვეა მანქანის საყიდლად ფულს ვაგროვებ, მაგრამ ახლა სხვა რეალობაა. რამდენსაც შევძლებ იმდენ ადამიანს დაგიფინანსებთ ღამის გასათევს და საკვებს თბილისში.“

„50 კაცის ღამის გასათევი არის, თუ რამე მომწერეთ. ასევე შემიძლია 10 სასტუმროს ნომერი ავიღოთ“

„შემიძლია დავაფინანსო ერთი მიკროავტობუსი თბილისამდე და უკან“
„ახალდაბიდან, ხაშურიდან ან მიმდებარე ტერიტორიიდან თუ მოდიხართ, წაგიყვანთ, დილიდან მივდივართ (სადღაც 12 საათისთვის)“

„რაღაც დანაზოგი მააქვს. შემიძლია 20-30 ადამიანს დავუფინანსო მგზავრობა და საკვები. არ მოგერდიდოთ მეგობრებო, წინ ევროპისკენ“

„გამარჯობა. ქარელიდან (გორი, კასპი, მცხეთაც) თუ ვინმეს გინდათ აქციაზე მოსვლა და ტრანსპორტის პრობლემა გაქვთ, შემიძლია 4-5 კაცი ან რამდენიც დავეტევით, გავიყოლო (ორივე გზა)“

„მაქსიმალურად ახლოს გავაჩერებ მანქანას პარლამენტის მიმდებარედ,
მექნება წყალი, პირბადეები, ანტისეპტიკები, ბინტი, ბამბა, იოდი, ნიშადური. ყველანაირი პირველადი დახმარების საშუალებები. ბურგერებს და წასახემსებელსაც ჩავალაგებ. საღამოს 8 საათიდან თუ ვინმეს რამე დაგჭირდათ უბრალოდ მომწერეთ იქვე გავჩნდები“

„სად არიან სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესები?
გამოჩნდით მეგობრებო, დაგვიდექით გვერდით!“



ჯგუფში ინფორმაციების განახლება მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. ადამიანები ერთმანეთს უკავშირდებიან და ორგანიზებულად გეგმავენ თბილისში აქციაზე წასვლას. ჯგუფის შექმნის იდეის ერთ-ერთი ავტორი და საორგანიზაციო ჯგუფის წევრი მარიამ ბაბუნაშვილი ტელეკომპანია „ბორჯომთან“ აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, ადამიანების მობილიზება ხდება თელავიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან, სამეგრელოდან და გურიიდან.

ასევე, გახსნილია ანგარიშის ნომრები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანხის ჩარიცხვა.


„გამარჯობა, მეგობრებო!

პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა ასეთი აქტიურობისთვის და გამოხმაურებისთვის. გიზიარებთ ჩვენს გეგმას:
1. რეგიონალური ცენტრებიდან დავაორგანიზებთ მსურველების ჩამოყვანას (ტრანსპორტის და სხვა საკითხების ორგანიზება)
- მოხდება პასუხისმგებელი პირების დანიშნვნა რეგიონების მიხედვით
- პასუხისმგებელ პირებთან ერთად მოხდება მსურველების დაბინავება თბილისში
- პასუხისმგებელ პირებთან ერთად ასევე მოხდება ანგარიშსწორება ტრანსპორტის ნაწილში.

2. შევიძენთ აქციისთვის საჭირო თავდაცვის საშუალებებს, რომელსაც დავარიგებთ ასევე ცენტრალიზირებულად:
- კონსულტაციის შედეგად დადგინდება საჭირო საშუალებების სია
- აქციის ტერიტორიაზე დადგინდება ადგილები, სადაც ეს საშუალებები გაიცემა.


3. დავაკავშირებთ ერთმანეთთან რეგიონებიდან ჩამოსულ აქციის მონაწილეებს, ვისაც სჭირდება დარჩენა, იმ ხალხთან, ვინც მათთვის ადგილს გამოჰყოფს.
რა საკვირველია, ამ ყველაფერს სჭირდება ფინანსური რესურსები, რისთვისაც თანხას ასევე მოვაგროვებთ ერთიანად, კონკრეტულ ანგარიშებზე.
ყოველი დღის ბოლოს დეტალურად (სქრინებით) მოგაწვდით ინფორმაციას, რაში და როგორ დაიხარჯება თანხები.


საქართველოს ბანკის ანგარიში # GE69BG0000000589373217
მიმღები: ოთარ შავერდაშვილი

თბს ბანკის ანგარიში # GE87TB7510545064300012
მიმღები: მარიამ ბაბუნაშვილი

Paypal ანგარიში (მათთვის ვინც საზღვარგარეთაა)
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
- წერს ჯგუფში მარიამ ბაბუნაშვილი.


„მეგობრებო, ახალი ფონდის გახსნას დღეები სჭირდება. ესეც ოპტიმისტური პროგნოზით.

ნანუკას ფონდს, ადამიანების სიცოცხლე, სწორედ თქვენით გადაურჩენია, ერთ საათში უკრაინას 800 ათასი ლარი თქვენ შეუგროვეთ. ახლა საქართველოს დროა.

გადავწყვიტეთ გამოვიყენოთ ნანუკას ფონდი, ანგარიშის ნომრები კომენტარებშია.

ეს ანგარიშის ნომრები უკვე განულებულია. სამ საათში ერთხელ განვაახლებ ინფორმაციას ჩარიცხული თანხების შესახებ.

ასევე, დაიდება ინფორმაცია სად, რამდენი გადაირიცხა. ყველა გადარიცხვა, პირადი ინფორმაციის დაფარვით დაიდება საჯაროდ.
ვინ ჩარიცხავს ანგარიშზე თანხას ანონიმურია. რაოდენობა საჯარო. ამ უკანასკნელის შესახებ ინფორმაცია საათობრივად განახლდება.

ფონდიდან თანხის ჩარიცხვა შესაძლებელი იქნება:

1. ქუჩაში დარჩენილი ადამიანებისთვის საკვების მიწოდება.
2. ფიზიკურად დაზიანებული ადამიანებისთვის საავადმყოფოს ხარჯები. ასევე, ყველა ხარჯი რაც ჯანმრთელობის აღდგენასთანაა კავშირში.
3. ღია ცის ქვეშ დარჩენილი ადამიანებისთვის, სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთების შეძენა.


ფონდს, ამ ამბების ირგვლივ შექმნილი ბორდი ეყოლება. ბორდის წევრებს ექნებათ სრული წვდომა ფინანსურ ინფორმაციაზე და ასევე, გავლენა გადაწყვეტილებებზე.

ბორდის წევრები იქნებიან.

1. ლადო აფხაზავა - მასწავლებელი
2.თეონა ცხომელიძე - ჟურნალისტი.

დახმარების მსურველთათვის:

საქართველოს ბანკი: #GE43BG0000000345851499
მიმღები: ნანუკას ფონდი

თიბისი ბანკი:
#GE70TB7065736080100011
მიმღები: ნანუკას ფონდი

Paypal: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it მიმღები: Nanuka's Fund „
- წერს ჯგუფში ნანუკა ჟორჟოლიანი.


თბილისში "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია საღამოს 5 საათიდან არის დაგეგმილი, რომელსაც მოქალაქეები რეგიონებიდან უერთდებიან - პარალელურად, პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს სადავო კანონპროექტს.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
21 ნოემბრიდან საქართველოს
დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი
ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად
ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ,
სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით
არის განპირობებული.
13:55 / 22.11.2024
21 ნოემბრიდან საქართველოს დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.
ზამთრის პერიოდში, პირველი
დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო
საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
12:54 / 22.11.2024
ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ ბორჯომში შეხვედრა
გაიმართა.
11:43 / 22.11.2024
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ ბორჯომში შეხვედრა გაიმართა.
მე-11 მოწვევის პარლამენტი 25
ნოემბერს შეიკრიბება. ერთ-ერთი პირველი საკითხი მთავრობისთვის ნდობის
გამოცხადება იქნება.
10:06 / 22.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება. ერთ-ერთი პირველი საკითხი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება იქნება.
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.