საქართველო იმ პოპულარული ქვეყნების სამეულშია, სადაც რუსები სახლებს ყიდულობენ
საქართველო, რუსების მიერ
საზღვარგარეთ უძრავ ქონებაში ინვესტიციისთვის, ყველაზე პოპულარულ
ქვეყნებს შორის სამეულში მესამე ადგილზეა. ამის შესახებ გამოცემა Bpn
Edeluxe-ის კვლევაზე დაყრდნობით წერს.
კვლევის თანახმად, რეიტინგში თურქეთი ლიდერობს. მიმდინარე
წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი უძრავი ქონების შეძენაზე
განაცხადებმა 40%-ზე მეტი შეადგინა. თუმცა ერთი წლის წინ ამ ქვეყანაში
საცხოვრებელს რუსები 39,5%-ით უფრო ხშირად ეძებდნენ.
მეორე ადგილზე ტაილანდია - უძრავი ქონების შესყიდვაზე რუსების
განაცხადები მთლიანი მოთხოვნის 17%-ს შეადგენს. ერთ წელიწადში
ადგილობრივ საცხოვრებელ სახლებზე რუსების ინტერესი 43%-ით
გაიზარდა.
საქართველოში კი, კვლევის შედეგებით, უძრავი ქონების შესაძენად
რუსების მიერ მიმდინარე წლის დასაწყისში წარდგენილი განაცხადები
მთლიანი მოთხოვნის თითქმის 13%-ს შეადგენდა. თუმცა 2023 წლის
თებერვალში საქართველოს უძრავ ქონებაზე მოთხოვნა 24%-ით მეტი
იყო.