როდიდან დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში
განათლების სამინისტროს ინფორმაციით,
საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან დაიწყება და 15
მარტამდე გაგრძელდება.
საერთო ჯამში, სასწავლო წლის დასრულებამდე რამდენიმე ოფიციალური უქმე
დღე დარჩა:
3 მარტი – დედის დღე
8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე
9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული
ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა
მოგონების დღე.
ვინაიდან 5 მაისს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულია, დასვენების
დღეები იქნება 3 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით.
9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე
12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე,
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.