დღეს დედის დღეა
1991 წლიდან ყოველი წლის 3 მარტს
საქართველოში დედის დღე აღინიშნება.
ეს თარიღი სიმბოლურად საქართველოს
პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დაამკვიდრა.
დედის დღეს საქართველოში, ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი უნდა
შეეცვალა, თუმცა, 3 მარტი, როგორც დედის დღე, ცალკე აღინიშნება.
გაზაფხულის პირველ კვირას, ორი თარიღი აღინიშნება 3 მარტი - დედის დღე
და 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე. ორივე დღე უქმეა.
გილოცავთ დედებო!