ახალი ამბები
თამაშდამოკიდებულთა რიცხვი საქართველოში ნორმიდან დიდ გადახვევას წარმოადგენს და დაახლოებით, მოსახლეობის 15%-ია - UNICEF-ის ექსპერტი
კვლევებიდან გამომდინარე, თამაშდამოკიდებულთა რიცხვი საქართველოში ნორმიდან დიდ გადახვევას წარმოადგენს და ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით, მოსახლეობის 15%-ია - ნორმა 2-დან 2.5% - მდე მერყეობს, - ამის შესახებ განათლების კომიტეტის სხდომაზე UNICEF-ის ექსპერტმა, გუგა ბესელიამ განაცხადა, რომელიც მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მიმართულებით განხორციელებულ საპარლამენტო თემატურ მოკვლევაში იყო ჩართული.

კომიტეტის სხდომაზე, სადაც „მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და გაუმჯობესების შესაძლებლობები“ თემატური მოკვლევის ანგარიშს ისმენენ, გუგა ბესელიამ აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საერთაშორისო გამოცდილება და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ფუნქციონირებს მარეგულირებელი ორგანო, რომელიც სრულად იღებს პასუხისმგებლობას პრობლემის მოგვარებაზე. მისივე თქმით, ანგარიშის ფარგლებში მომზადებული რეკომენდაციები სწორედ მსგავსი ორგანოს შექმნას ითვალისწინებს.

„საკითხი ვინაიდან გადანაწილებულია სხვადასხვა უწყებაში, არ არსებობს ერთიანი პოლიტიკა, თუ როგორ უნდა მოხდეს პრობლემის ნორმის ფარგლებში მოქცევა. ნორმის ფარგლებში მოქცევა არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მითითება. ის ფაქტი, რომ თამაშდამოკიდებული ქვეყანაში იქნება, ეს არის მოცემულობა. თუმცა, დათვლილია საშუალო მონაცემი, მოსახლეობის თუ რა პროცენტია ნორმა, რომ თამაშდამოკიდებული იყოს. ეს პროცენტი მერყეობს 2-დან 2.5 %-მდე. ჩვენთან ეს მონაცემი ოფიციალური არ არის, მაგრამ იმ კვლევებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოში ამ მიმართულებით არსებობს, ეს რიცხვი საკმაოდ გაზრდილია და დიდ გადახვევას წარმოადგენს ნორმიდან. ჩვენი ვარაუდით დაახლოებით, 15% -ს მაინც წარმოადგენს მოსახლეობის, რაც ნორმიდან 6-7-ჯერ გადახვევაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სათამაშო ბიზნესი უფრო მეტად შეზღუდულია, ვიდრე ვთქვათ, ბრიტანეთში, ბრიტანეთში მოთამაშეთა მონაცემები 2-დან 2.5% - მდე მერყეობს და ნორმის ფარგლებშია. ჩვენი დაკვირვებით მხოლოდ იმიტომ, რომ იქ დაახლოებით 20 წელია არსებობს მარეგულირებელი ორგანო, რომელმაც სრული პასუხისმგებლობა აიღო პრობლემის მოგვარებაზე, არსებობს ერთიანი პოლიტიკა და მარეგულირებელი ორგანო მუშაობს საკმაოდ ეფექტიანად. საქართველოში იმის მიუხედავად, რომ სათამაშო ბიზნესი უფრო მეტად რეგულირებულია, რეკლამის აკრძალვას, ასაკობრივ ზღვარს ვგულისხმობ, მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრობლემა უფრო მძიმედ დგას. მთავარი ფაქტორი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ იქ არსებობს მარეგულირებელი ორგანო, ჩვენთან ასეთი ჯერ არ არის და სწორედ ამიტომ რეკომენდაციებში ეს არის ჩადებული“, - განაცხადა გუგა ბესელიამ.

რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ თემატურმა მოკვლევამ მეტი კოორდინაციის საჭიროება აჩვენა.

„არის საჭიროება გარკვეული მექანიზმის შექმნის, რომელიც მაკოორდინირებელი რგოლი იქნება უწყებების, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით თავის კომპეტენციის მიმართულებით საქმიანობენ. ამან შეიძლება გაზარდოს ეფექტიანობა და სწორედ ამ კონტექსტში ერთ - ერთი რეკომენდაცია არის ის, რომ მთავრობის დონეზე შეიქმნას გარკვეული მექანიზმი, რომელიც ამ კოორდინაციის ფუნქციას აიღებს თავის თავზე,“- განაცხადა მიქანაძემ.

მისივე თქმით, პრევენციის მიმართულებით მნიშვნელოვანია ასევე ცნობიერების ამაღლება და ამ მხრივ განსაკუთრებული აქცენტია სკოლებზე და პედაგოგებთან მუშაობაზე, რომლებსაც უშუალო კომუნიკაცია აქვთ ახალგაზრდებთან. მიქანაძის განცხადებით, კვლევამ ასევე გამოავლინა სარეაბილიტაციო სერვისების ხელმისაწვდომობის პრობლემა, რომელიც ხელმისაწვდომი ნაკლებად არის რეგიონებში. მისივე თქმით, ამ მხრივ პრობლემას ქმნის ასევე ამ სერვისების სიძვირეც.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს ეროვნული ნაკრების
მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლე ელენე ეპიტაშვილი,
მშობლები გახდნენ.
15:20 / 23.11.2024
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლე ელენე ეპიტაშვილი, მშობლები გახდნენ.
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
21 ნოემბრიდან საქართველოს
დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი
ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად
ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ,
სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით
არის განპირობებული.
13:55 / 22.11.2024
21 ნოემბრიდან საქართველოს დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.
ზამთრის პერიოდში, პირველი
დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო
საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
12:54 / 22.11.2024
ზამთრის პერიოდში, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ ბორჯომში შეხვედრა
გაიმართა.
11:43 / 22.11.2024
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ ბორჯომში შეხვედრა გაიმართა.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.