რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების კვირეული რეგიონებში გაიმართება
საქართველოს რეგიონებში რუსული
კანონის წინააღმდეგ აქციების კვირეულია დაგეგმილი.
დღეს, 7 მაისს, 18:00 საათზე მოქალაქეები თელავში, ერეკლე მეორის
ძეგლთან შეიკრიბებიან და რუსულ კანონს გააპროტესტებენ.
8 მაისს აქციები დაგეგმილია ზუგდიდში, გორში, ქუთაისსა და
ბორჯომში.
მოქალაქეები გორში, გორის ციხის გმირთა მემორიალთან 19:00 საათზე
შეიკრიბებიან.
ბორჯომში კი, წმინდა ნინოს ქუჩის 3 ნომერში, ყოფილ გამგეობასთან 17:00
საათზე გააპროტესტებენ რუსულ კანონს.
რაც შეეხება ზუგდიდს, აქ აქცია 18:00 საათზე სკეიტ პარკში
გაიმართება.
10 მაისს კი რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ბათუმში
შეიკრიბებიან. აქციის დროისა და ლოკაციის დაზუსტების შემდეგ სტატია
განახლდება.
პარალელურად, აქციები გაგრძელდება თბილისშიც. 11 მაისს კი, ევროპის
დღეს, დედაქალაქში მასშტაბური მსვლელობა გაიმართება რუსული კანონის
წინააღმდეგ.
ცნობისთვის, 1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“
პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. „აგენტების კანონს“ მესამე
მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ორშაბათს, 13 მაისს,
გაიტანენ. იმავე კვირაში იგეგმება კანონპროექტის მესამე მოსმენით
მიღებაც.
დაახლოებით 20 დღეზე მეტია თბილისში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია
ყოველდღიურად მიმდინარეობს. დედაქალაქის მაცხოვრებლების და
რეგიონებიდან წასული მოქალაქეების საერთო გზავნილია: "კი ევროპას, არა
რუსულ კანონს!"